როცა ერთხელაც მზისა ნათელი მთვარემ შეიპყრო პატარა გულმა ფეთქვით სიცოცხლე უმალ შეიგრძნო მაშინ უფალმა მწარე ცოდვები კიდევ შეინდო მაგრამ ტანჯულმა სულმა ეს უკვე ვეღარ შეიტყო
ჩამოწვა ბნელი უკუნის შავით შემკული გრძნობა უგულო ცოდვად ნაღველად ქცეული ლხინის მიზეზი მწარე სევდით შეცვლილი გულის ფეთქვისგან მოკვდავად ცხედრად ქცეული
მოწყდა სამყაროს პატარა გული ახლად შობილი რა დააშავა რისთვის იყო იგი გმობილი უსიტყვოდ მწარედ იყო იგი დასჯილი მწარე ტკივილი ჰქონდა მასვე უკვე განცდილი
ტიროდა მწარედ თითქოს ტირილით ცდილობდა სხვებს დაენახათ ალბათ რასაც იგი ითხოვდა მისი შემყურე ბრბო ხალხისა ასე ფიქრობდა დამნაშავეა დამნაშავეა უსიტყვოდ ისმოდა..
წლები წლებს მიყვა დრო მწარედ გავიდა პატარა ბიჭის სიცოცხლე ნელა დაბლა დავიდა მისგან ყოველი უხმოდ გვერდზე გავიდა მისი ცხოვრება მარტოსულ გზაზე ტირილით წავიდა
იყო ასეთი მარტოდ ეული მარტოდ მავალი იცოდა ცხოვრება იყო სასტიკი და წარმავალი მისი იმედი იყო ნათელით სავსე სხვა მომავალი ერწყმოდა აწმყოს თუმცა იყო ზემოთ მავალი
ოცნებით ცხოვრობს სხვას რას დაეძებს ყველაფერს იტანს არაფერს თმობს ძალას არ აკლებს ელის იმედით ტანჯვით ტანჯული ცხოვრების გზებს მას მიასწავლოს ბილიკი გზისა რასაც დაეძებს
ფიქრის ტალღები ქარიშხლის ძალით კლდესა აწყდება მაგრამ არ ბნდება ლხინით მომავალს ღიმილით ხვდება ტანჯვის წამები მცდელობით გულში ძალითა წვება და მომავალი დიდებით მისსა მკლავებში წვება..
|