მთავარი » 2010 სექტემბერი 8 » ორი წლის გოგონა 30 წლის ქალის წონაა
00:31 ორი წლის გოგონა 30 წლის ქალის წონაა | |
მსოფლიოში ყველაზე საოცარი ბავშვი ჩინეთში ცხოვრობს. გოგონა, სახელად პანგ ია სულ რაღაც 2 წლისაა, თუმცა ის უკვე ზრდასრული ჩინელი ქალბატონის წონისაა. ჩინელები ზოგაგად დიდტანიანები არ არიან და ქალების უმრავლესობა 30 წლის ასაკშიც კი 42-43 კგ-ს იწონის. პანგის წონა კი ამჟამად 41,2 კგ-ს შეადგენს. გოგონას მშობლები ძალიან შეშფოთებულნი არიან მისი ჯანმრთელობით და ამტკიცებენ, რომ ის სხვა ჩვეულებრივი ბავშვების მსგავსად იკვებება. დაბადებისას ბავშვის წონა ნორმალური იყო და ექიმებს რაიმე ანომალია არ აღმოუჩენიათ. დიეტოლოგებთან, ენდოკრინოლოგებთან და ბავშვთა კვების სპეციალისტებთან მრავალრიცხოვანმა კონსულტაციებმა შედეგი ვერ გამოიღო. ექიმები ამ დრომდე ვერ ახერხებენ ბავშვის სიმსუქნის მიზეზის დადგენას და ჩვენ ძალიან შეშინებულნი ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით”, - აცხადებენ ბაშვის მშობლები. ბოლო გამოკვლევის თანახმად, ჩინეთში დაახლოებით 60 მლნ ადამიანი იტანჯება ჭარბი წონით. 1992-დან 2002 წლამდე პერიოდში ეს ციფრი ორჯერ გაიზარდა, წერს გაზეთი "Труд". | |
|
სულ კომენტარები: 2 | |
|