თანდათან odnoklassniki.ru-ის რეიტინგი ქვემოთ-ქვემოთ მიექანება და facebook-ის დონემდე ვერ ავიდა, ალბათ odnoklassniki.ru-ის ადმინებმა და მოდერატორებმა დიზაინს დააბრალეს და დაიწყეს facebook-ის დიზაინის მითვისება და ნელ-ნელა, ჩუმ-ჩუმად ვითომ ხვეწავენ დიზაინს და ყველაფერს ცვლიან, მოკლედ აფეისბუქებენ… დავიწყოთ იმით რომ რეიტინგის ასამაღლებლად +5 უფასო გახადეს, გეგმავენ სმაილების და საჩუქრების გაუფასურებას, ვფიქრობ, ამით უფრო დაეცემა მათი რეიტინგი… შეცვალეს Поиск და ქვია искать на сайте – facebook-ის დიზაინით… ასევე დაამატეს facebook-ის აქტივობა სახელად Обсуждения, რომლიც მეგობრების აგენტია, თუ გაინტერესებს ვისთან რა ხდება და რა ქტივობაა ეს უკვე ხელმისაწვდომია მარტივად, ზედმეტი თავის შეწუხების გარეშე… და ამ ყველაფერს სულ ახლახანს დაემატა მხოლოდ (odnoklassniki-ის) სტატუსებზე класс ანუ facebook-ის like. ასევე დაამატეს facebook.com-ის მსგავსად თამაშები, რომელმაც გაამართლა… და ჯერჯერობით ჭორის დონემდე არის ინფორმაცია რომ odnoklassniki.ru-ს საიტზე შესაძლებელი იქნება youtube.com-ის ვიდეოების ჩვენება, ანუ odnoklassniki.ru გახდება facebook.com-ის სრული ანალოგი, განსხვავება მხოლოდ ფერი, ლოგო, ენა და სურათის შეფასება იქნება…ასე რომ, როგორც რუსებს ჩვევიათ, მოხერხებულათ პარავენ დიზაინს და იდეებს facebook-ს… მოკლედ და ერთი სიტყვით odnoklassniki.ru-ს აფეისბუქებენ :);)