რომ გავიგოთ საკუთარი ნუმეროლოგიური კოდი, ანუ "მატრიცა" , საჭიროა შევკრიბოთ ჩვენი დაბადების წლის, თვის და დღის რიცხვები.
მაგალითად: ადამიანი დაიბადა 1971 წლის 13 დეკემბერს.
13(დღე)+12(თვე)+1971(წელი)=1+3+1+2+1+9+7+1=25=2+5=7 ე.ი ამ ადამიანის ნუმეროლოგიური კოდი არის 7.
1
ის ადამიანი, რომლის ციფრი არის ერტი,
ნოვატორი და ამაყია, რაც ზოგჯერ ამპარტავნებაშიც გადასდის. არის ძლიერი
ნებისყოფის, შეუპოვარი და აქტიური, ამიტომ ყოველთვის ლიდერობა სწყურია.
აქვს დამოუკიდებელი ხასითი, მებრძოლია და ხშირადაც აღწევს დასახულ მიზანს,
რაც ხელს უწყობს მის მიდრეკილებას გადაჭარბებული ამბიციისკენ. თითქმის
არასდროს ექცევა გავლენის ქვეშ და არ უყვარს, როდესაც ვინმე ხელს უშლის
დასახული მიზნის მიღწევაში. არის გულუხვი და სულგრძელი. ის პირველივე
შეხვედრისას კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს გარშემომყოფებზე.
2
ადამიანი, რომლის ციფრი არის ორი,
მოკრძალებულობით და დიპლომატიურობით გამოირჩევა.ის მუდამ მზადაა სხვის
დასახმარებლად. არის ერთგული და ტაქტიანი. ირგვლივ მყოფებს დიდ პატივს
სცემს. აინტერესებს ყველაფერი, რაც გაურკვეველი და შეუცნობელია. ვერ იტანს
განხეთქილებებს, უსიამოვნებებს და ყველაფერს აკეთებს, რომ კონფლიქტურ
სიტუაციებში არ აღმოჩნდეს. საუბრისას ხშირად იყენებს ტყუილებს, თუმცა ეს
უფრო მის ფანტაზიის უნარს უნდა მივაწეროთ. თუ მან კარგი განათლება და
გამოცდილება მიიღო, მაშინ მისგან კარგი მრჩეველი, ფსიქოლოგი ან ასტროლოგი
დადგება.
3
სამიანი სრულყოფილების ციფრია,
ამიტომ ამ ციფრის ქვეშ მყოფი ადამიანი ყველაზე მეტად აფასებს
სრულყოფილებას. ის კეთილი ნიჭიერი და სწავლისმოყვარეა, ენთუზიაზმიით და
ოპტიმიზმით აღსავსე. არის უაღრესად ენერგიული, მახვილგონიერი და Gულღია. ის
მუდამ ტკბება ცხოვრებით. მისი დევიზია: "იცხოვრე და სხვებსაც მიეცი
ცხოვრების საშუალება." არის სხარტი, მოქნილი, დინამიკური და სპორტული
აღნაგობის. თავის შესაძლებლობებს სხვათა დასამორჩილებლად არ იყენებს.
ზოგიერთ შემთხვევაში ის თავად ემორჩილებას სხვას, ან პირიქით, თვითონ
იმორჩილებს, თუმცა, ამას უფრო სიყვარულისთვის აკეთებს.
4
ადამიანი, რომლის ციფრია ოთხი,
ანალიტიკური გონებითა და ორიგინალური აზროვნებით გამოირჩევა. აქვს
დამოუკიდებელი, მაგრამ მოუთმენელი ხასიათი; აინტერესებს საერთასორისო
მოვლენები, პოლიტიკა, კოსმოსი და ეზოთერიზმი. უყვარს მოგზაურობა,
განსაკუთრებიტ შორეულ და ეგზოტიკურ ადგილებში. მიდრეკილება აქვს
მარტოობისკენ. ხშირად მის შემოქმედებაში აბსტრაქტული სახეების სიმრავლე
შეინიშნება. იტაცებს მისტიკა. გამოირჩევა დახვეწილი ინტუიციით. ცდილობს
იყოს ორიგინალური და ამის გმო ხშირად მტრებსაც კი იჩენს. შესანიშნავად
ერკვევა ტექნიკაში. კომპიუტერულ ხულიგანთა-ჰაკერების უმეტესობა სწორედ ამ
ციფრის ქვეშ არის დაბადებული.
5
ადამიანი, რომლის ციფრია ხუთი,
გამოირჩევა ლოგიკური აზროვნებით. ახასიათებს სწრაფი მოქმედების უნარი და
მოხერხებულობა. აფასებს თავისუფლებას. არის მოუსვენარი და მუდამ
მოძრაობაშია. მიდრეიკლება აქვს თავგადასავლისაკენ და რისკიანი
მოქმედებისაკენ, თუმცა ხშირად ასეთი მოქმედება მას ცხოვრებაში გარკვეულ
პრობლემებს უქმნის. ერთდროულად უყვარს მრავალი საქმის დაწყება და კეთება,
მაგრამ მოუთმენლობის გამო არც ერთი მათგანი არ მიჰყავს ბოლომდე. ის მუდამ
დღევანდელი დღით ცხოვრობს და შემთხვევითობის იმედი აქვს. ფული მხოლოდ
იმიტომ უყვარს, რომ მისგან სიამოვნება მიიღოს.
6
ადამიანი, რომლის ციფრია ექვსი, აფასებს
ჰარმონიას, სილამაზეს, წონასწორობას და სტაბილურობას. ის პატიოსანი და
კეთილშობილია. აქვს საკუთარი ღირსების მძაფრი შეგრძნება. იგი სილამაზის
დიდი მოტრფიალეა, განსაკუთრებით აფასებს ლამაზ ადამიანებს. აღმერთებს
საკუთარ ოჯახს და ხშირ შემთხვევაში მისთვის უმთავრესი მიზანი სტაბილური
დაბედნიერი ქორწინებაა. სიცოცხლის ბოლომდე მფარველობს საკუტარ შვილებს და
მზად არის მათთვის თავიც გასწიროს. უაღრესად აკურატული და მოწესრიგებულია.
აფასებს მშვიდ გარემოს.
7
ადამიანს, რომლის ციფრია შვიდი,
ახასიათებს უმაღლესი სიყვარულის უნარი, ფილოსოფიურობა და მისტიციზმი.
ძალიან მგრძნობიარეა და შთაბეჭდილებები დიდხანს მიჰყვება, ამიტომ მასზე
დამანგრეველად მოქმედებს ნეგატიური გარემო. მას სხვებზე მეტად ახასიათებს
ახლობელი ადამიანის მიმართ სიყვარული და მხარდაჭერა. გაჭირვებაში მყოფებს
უდიდესი სითბოთი და თანაგრძნობით ეკიდება. დამცირებულებს, ავადმყოფებს და
მოხუცებს საკუთარი ძმებივით ექცევA. მისი ზეინტუიცია ხშირად
წინასწარმეტყველურ ხედვებამდეც კი მიდის. მას ფული უნდა იმიტომ, რომ
გაჭირვებულს დაეხმაროს. მისი მთავარი ცხოვრებისეული მიზანია რელიგია,
უნივერსალური სიყვარული დასიკეთის კეთება.
8
ადამიანი, რომლის ციფრია რვა, გამოირჩევა
პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის უდიდესი გრძნობით. იგი ყველაზე
მტკიცე და სტაბილურია. მისი მიზანსწრაფვა პირდაპირ შესაშურია. არის გამრჯე,
ერთგული, გაწონასწორებული და საიმედო. ჩამოყალიბებულ კონსერვატორს აქვს
ორგანიზატორული ნიჭი და საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი. სამუშაოს
კეთილსინდისიერად და დაკვირვებით ასრულებს. ხშირად ზედმეტად ინტერესდება
საქმის დეტალებით და ამის გამო კარგავს ძირითად მიზანს. ვერ ეგუება
ცვლილებებს. გადაწყვეტილების მიღების წინ ბევრს ფიქრობს და ამის გამო
ზოგჯერ აგვიანდება კიდეც. თამამად ებრძვის უსამართლობას და ძალას არ
იშურებს მის აღსაკვეთად.
9
ადამიანი,
რომლის ციფრია ცხრა, კონცენტრირებული, თავდაჯერებული, მკვეთრად გამოხატული
ინდივიდია. მის ნებისყოფას ბევრი აღტაცებაში მოჰყავს. ის ზოგჯერ
ფანატიკოსადაც იქცევა ხოლმე. მას არ გააჩნია "ოქროს შუალედი", ამიტომ მისი
დევიზია: "ან გამარჯვება, ან სიკვდილი". მომთხოვნია როგორც საკუთარი თავის
ასევე სხვების მიმართ. მართალია უყვარს ძალაუფლება, მაგრამ მხოლოდ
ფარული-მას კულისების მიღმიდან უყვარს სიტუაციის გაკონტროლება.
გაღიზიანების დროს შეუძლია არა მარტო სხვას, არამედ საკუთარ თავსაც კი
ავნოს.