მთავარი » 2011 ნოემბერი 18 » New Year \ ახალი წელი
10:11 New Year \ ახალი წელი | |
ამ სიახლეში ნახავთ თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს სხვა ქვეყნებში არგენტინა-ძველი ტრადიციის თანახმად,არგენტინაში დაწესებულების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღე ფანჯრიდან ყრიან ძველ კალენდრებს და უსარგებლო ფურცლებს. ამ დღეს ქუჩები თეთრი ფურცლებით იფარება. ერთ-ერთი გაზეთის რედაქცია ისე მოიხიბლა ამ ტრადიციით,რომ მთელი არქივი ფანჯრიდან გადმოყარეს.ამ ტრადიციის წარმომავლობის შესახებ არავინ არაფერი იცის,თუმცა მის გარეშე არგენტინელებს ახალი წელი ვერ წარმოუდგენიათ. ავსტრალია-საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი თოვლის პაპის ხილვა მხოლოდ სიდნეის პლაჟზე შეიძლება. ასეთ ეგზოტიკურ თოვლის პაპას ტრადიციული სანტა-კლაუსისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები-წითელი ქუდი და თეთრი წვერი მაინც ამშვენებს.დასვენებისა ტუ დღესასწაულის დღეებში აქაურები მაინც დილის 5-6 საათზე იღვიძებენ,სამაგიეროდ უკვე 10 საათისთვის ძინავთ. ახალი წლის ღამე აქაც გამონაკლისია მაგრამ ღამის 1 საათს მაინც არავინ აშორებს. ავსტრია-ვენაში დაუწერე კანონად ითვლება ახალი წლის ღამეს წმინა სტეფანეს ეკლსიაში ჩამოკიდებული''მსოფლიო ზარის'' საზეიმო ხმის მოსმენა. ძველ დროში კარგის ნიშანი იყო ბუხრის მწმენდავთან შეხვედრა,შეხება და დასვრა. ეს ტრადიცია ბედნიერების მომტანად მიაჩნდათ. საბერძნეთი-ბერძნული ტრადიციის თანახმად,ზუსტად 12 საათზე ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. თუ ბროწეულის მარცვლები მთელ ეზოში მიმოიფანტა,მაშინ ახალ წელს ოჯახი ბედნიერად გაატარებს. სტუმრად მისვლისას ბერძნებს თან ხავსიანი ქვა მიაქვთ და სახლში შესვლისას ასე ამბობენ:''დაე ჩემი მასპინძლის საფულე ამ ქვასავით მძიმე იყოს'' ირლანდია-ახალი წლის ღამეს,ირლანდიელები საკუთარი სახლის კარებს ფართოდ აღებენ . ნებისმიერი ადამიანი ვინც ღია კარში შესვლას მოინდომებს, სახლის სასურველი სტუმარი გახდება. ასეთ სტუმარს მაგიდის საპატიო ადგილას დასვამენ და ტრადიციულ სადღეგრძელოს-''მშვიდობა ამ სახლს და მთელ მსოფლიოს!''-შესვამენ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |