17:05 "ნელი ტანგო" | |
ნელი ტანგო (საუბარი ცეკვის დროს) ცურვის დროს თითქმის არასოდეს არ
ფიქრობენ, განსაკუთრებით როცა მკლაურით მიდიან. ალბათ ამიტომ მიყვარს
ცურვა და ყველაზე მეტად მკლაური. სოხუმის საცურაოზე ცალთვალა სომეხი ემიგრანტი გიტარას აკვნესებდა. ჩარდახის ქვეშ გახურებული ქაღალდის თამაში იყო, სილაზე, შუა მზის გულზე, უღმერთოდ იხრუკებოდნენ რუსები ( ). გიტარა კი უკრავდა. პატარა 12წლის იგორი შევარდა
წყალში და სუფთა, დამუშავებული მკლაურით გაცურა. მისი ფეხები შეუწყვეტლივ,
თანაბარი სიჩქარითა მუშაობდნენ. მარცხენა მკლავის მოსმისას სახის ნახევარს
წყლიდან იღებდა და ღრმად ისუნთქავდა ჰაერს, მერე ისევ წყალში ყოფდა
ამოსასუნთქად, თან მარჯვენას უსვამდა. ხელები გამართული და მოდუნებული
ეშვებოდნენ. _აი, მაგისგან ნამდვილად გამოვა კარგი მოცურავე_ თქვა იგორის მამამ და თავის მეუღლეს დამწვარ მხარზე ხელი დაადო. _ჰო, გამოვა._ დაუმოწმა მეუღლემ. _ ივანე, აიღე, კაცო, ხელი, ხომ იცი, მეწვის ბეჭები _აკი გითხაი, წაისვი კაცო ოდეკოლონი._ივანემ ხელი ჩამოიღო. _კარგი, დღეს წავისვამ._ ღიმილით უთხრა მეუღლემ, ორივემ ზღვისკენ გაიხედა. ბავშვი გამაფრთხილებელ დროშას
გასცდა და იმავე სისწრაფით მიდიოდა. დაღლა მაინც არ ეტყობოდა. ორმოცამდე
ნაბიჯი კიდევ იცურა ასე, შემდეგ ბაყაყურზე გადავიდა ისე, რომ მუხლისთავები
ერთ სწორი ხაზის სხვადასხვა ბოლოში ექცეოდა და ლამაზი, მოქნილი მოძრაობით
აძლევდა ბიძგს წყალზე ჰორიზონტალურად გაწოლილ სხეულს, ერთდროულად გამართულ
ხელებს ოდნავ მოუხვამდა, თავს ამოყოფდა მაღლა, შეისუნთქავდა და ისევ
იმეორებდა იმავე მოძრაობებს. ცოლ_ქმარი ახლა ქვიშაზე წამოჯდა. _კარგად ცურავს._სთქვა ქმარმა. _ძალიან ,ნახე, რა მოქნილი მოძრაობები აქვს._სახე გაუბწყინდა ცოლს. _მომავალში პირველი ადგილი ექნება_ დაბეჯითებით დააქნია თავი ივანემ._ლიდა გახსოვს ვალერივ რა კარგად ცურავდა. _აბა აბა რა ვაჟკაცი იყო! _ახლა ქალმა დაადო მხარზე ხელი მეუღლეს. _გახსოვს როგორა ცურავდა, შეეძლო
მთელი ექვსი საათი თავისუფლად გაეძლო წყალში. ივანემ მეუღლეს წელზე ხელი
მოხვია დამ მკერდზე მიიყრდნო. ერთხანს ასე ისხდნენ. სიჩუმე ისევ ქმარმა
დაარღვია _სწორედ მაგ ცურვამაც დაღუპა, რიგასთან იპოვეს მესამე დღეს დამხვრჩვალი; ვინ იცის რა მოუვიდა. _ივან!" იგორისა ხედავ?_ ქალი მსუბუქად დაეყრდნო მის მხარს და წამოდგა. ივანემ თითი გაიშვირა. შორს
ძლივს მოჩანდა ბავშვის თავი. ლიდამ უხალისოდ გაიცინა:იგი წელამდე წყალში
შევიდა, და შემდეგ ბრასით გაცურა. ნაპირზე დარჩენილი ივანე ახლა ისევ
გულაღმა დაწვა. კარგა ხანს იყო ასე; მზე უწვავდა ბეჭებს, მერე გაიფიქრა
"დიდი მოუსვენარი ქალია ლიდა, სულ დედას დაემსგავსა იგორიც, თუმცა რაღა
შორს მივდივარ, მეც ეგეთი გული მაქვს. კარგია შორს, ტალღებში ცურვა".
სუსტმა ნიავმა ქვიშა აყარა. ივანეს ცალ თვალში მტვერი ჩაუვარდა. იგი
წამოჯდა წვალება დაუწყო ქუთუთოს. ზღვაზე პატარა, ხუჭუჭა ტალღები აიშალა. გიტარაკი უკრავდა შეუსვენებლივ. დამკვრელს შავი, გახუნებული ხალათო
ეცვა და თავზე ძველი ჭილოფის ქუდი ეხურა.ივანე წამოდგა. ქარმა კვლავ
მოაყარა ქვიშა. შორს ტალღებში ხან იკარგებოდა ხან გამოჩნდებოდა ვიღაცის
თავი, კარგა მოშორებით, იმ მიმართულებით მეორე მიცურავდა. მან ქუდის ფერზე
იცნო ცოლი. წინა მისი ბიჭი უნდა ყოფილიყო. იგი კარგად დაუკვირდა "ნეტა
რატო არა ბრუნდება უკან, მთელი საათია , რაც შესულია, კაცი ორი დღისთვის
ჩამოსულხარდა ეგ მაიმუნი აშინაც არ გაცლის დასვენებას"_გაიფიქრა ივანემ
და ზღვაში შევიდა , მერე თავისი ზორბა მკლავებით შეცურა. რამდენიმე მოსმით
დროშებს გასცდა, შემდეგ ბაყაყურზე გადავიდა, ფართო მკერდით აპობდა 40წლის
ვაჟკაცი ტალღებს და არაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ ფიქრობდა სწორი გეზი არ
დაეკარგა. კარგა ხანს იცურა ესე ,მერე ზურგზე გადმობრუნდა და ნაპირს
გადმოხედა_ხუთასიოდე მეტრი ჰქონდა გამოვლილი. ცოლი და შვილი კი არა
ჩანდნენ. იგი ახლა ისევ გულზე გადმოტრიალდა, მერე გაიხსენა წყალბურთის
ილეთები და მოქნილი მოძრაობით წყლიდან წელამდე ამოვიდა. წამნახევარი
შეიმაგრა თავი. მისგან მარცხნივ და წინ, სამასიოდე ნაბიჯზე დაინახა
თავისები. არაფერი გაუფუქრია, ისე აამოძრავა სხეული. როცა მიუახლოვდა,
მეუღლის გაფითრებული სახის დანახვაზე უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო. მას
ქუდი დაეკარგა და თმა თვალებზე ჰქონდა ჩამოშლილი. ქალმა უხმოდ მიაბრუნა
თავი შვილისკენ. ივანემ თავის ვაჟს შეხედა. მას სახე დამანჭოდა
ტკივილისგან . მამამ დაყვინთა, ხელით მოუსინჯა ფეხები და განასკვულ
ადგილზე უკბინა. იგორმა ცოტა შვება იგრძნო. მან ნელა გაცურა ნაპირისკენ.
ახლა ლიდა გახდა ცუდად. მას მთელი სამასი ნაბიჯი ზურგით ეთრია ვაჟი და
ახლა ძალაწართმეული ძლივსღა იდგა ტალღებზე. ღელვა კი სულ მატულობდა. ივანემ
მეუღლის ხელი მხარზე გადაიდო და შვილის მიმართულებით გაცურ.ძლივს მიიწევდა
წინ.იქ იგორი იწვა წყალზე, უფრო ტანჯული სახით. _მა..._ძლივს ამოიოხრა და მთელი ყლუპი მარილიანი წყაკი ჩაუშვა მუცელში. _მა... ახლა წვივ-ი, ბარ-ძა-იც
გა-მე-ნასკ-ვა. _ ის ფსკერისაკენ წავიდა.ლ ივანემ ძლივს მოასწრო თმაში
ეტაცა ხელი, დედამ ბოლო ძალა მოიკრიბა და ბავშვს მხრებში ამოუჯდა. მამა
მხნეობდა, მან ცოლს მარჯვენა ხელი ჩააკიდებინა ბავშვის მარცხენასათვის და
თვითონ შუაში ამოყო თავი. დედა-შვილი აქეთ-იქიდან ჩამოეკიდა ბეჭებზე.
იგორს გული უწუხდა "ასე არ ივარგებს, ბევრ წყალს ყლაპავს", გაიფიქრა
ივანემ და ხელით თავია უწია ბავშვს. ახლა იგი ფეხებითა და ცალი ხელით
მოცურავდა. ლიდას თვალები ჩაუსისხლიანდა; იგი გაშტერებულ იუყურებდა
პატარას.მისი მარჯვენა საბედისწეროდ ჩასწიდებოდა შვილის მაჯას. ივანემ შორს დროშა დაინახა. ცოტა
გული მოეცა. თავისუფალ ხელში თითქმის სულ გამოელია ძალა . მომატებილი
ტალღები თავზე უვლიდა მათ. ტანს ჰორიზონტალურად ვეღარ აჩერებდა, ახლა
წყლის სიღრმიდან აძლევდა ბიძგებს სხეულა და ზედ დაკიდებულ თითქმის უგონო
ცოლ_შვილს. ორივენი ბევრ წყალსა ყლაპავდნენ, რაც უფრო ამძიმებდა მის
ტვირთს. სუნთქვა ეკვროდა,მაგრამ სულ ახლოს მოკრა წითელ დროშას თვალი და
გამხნევდა _ ნაპირამდე სულ 40მდე მეტრიღა რჩებოდა. შუადღის სიცხესა და გახურებულ აქრს მოცურავეები ჩარდახის ქვეშ შეერეკა. ვიღაცა ფეხზე წამოდგა და ხელი ზღვისკენ გაიშვირა; _ შეხედეთ კაცო, მთელი დღე რო წყალში იყვნენ, არ მოსწყონდებათ. _აბა, მერე მთელი ოჯახი როგორ
აცურავს._დაუმოწმა მეორემ, თავი წამოწია, შემდეგ წყალს მოაშორა მზერა და
წინ დაგდებულ აგურის ცხრიანს შესაფერისი ვაჟი დაარტყა. _ვინ არიან?_თავაუღებლივ იკითხა ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილმა მელოტმა და თვალი მეზობლის ქაღალდისკენ გააპარა. _ როგორ არ იციც, ხარკოველები, ჩვენ
ქვევით ცხოვრობენ,_ უპასუხა იქვე მჯდარმა ცოლმა, რომელი საუბარსა და
ქაღალდის თამაშა გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს. _ჰო, ჰო რა მოხვედი? ყვავის ცხრიანი?
არგია, კარგი, მაგას კოზირის ქალი!_მელოტმა კმაყოფილებით გადაიხარხარა,
_გაჭრილია. წავიდა? ახლა, კოლია, შენ გამომაგრდი. გიტარა ახლა ქაღალდის მოთამაშეთა დაკვეთით უკრავდა. ზღვაში, დროშას გამოციებულ ივანეს
თვალთ დაუბნელდა, დედა-შვილმა გრძნობა დაკარგა. მხოლოდ ჩაჭიდებული ხელი
დარჩა ლიდას ისევე. ივანე ვეღარა ხედავდა ვერაფერს. მან შვილი თავს შეუშვა
ხელი და იმითაც მუსვა. იგი ვეღარც დროს, ვეღარც შიშს ვერა გრძნობდ. მხსნელებმა გამოიყვანეს თვათხელი
წყლიდან სამივენი ნაპირზე და ფიცრებზე გააწვინეს. საცურაოს ექიმებმა
ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა თითოეულს. მალე იგორი და ლიდა გონზე მოვიდნენ,
დედას ძლივს გააშვებინეს შვილის მაჯას ჩაჭიდებული ხელი. გონზე მოსულმა
ქალმა გულზე მიიკრა პატარა, რომელსაც თვალები დაეჭყიტა და ფიცარზე
უმოძრაოდ იწვა. მთელმა საცურაომ აქ მოიყარა თავი. გიტარის მაკვრელი სომეხი ემიგრანტი თითის წვერებზე აწეული იყურებოდა ცალი თვალით. საღამოს კაფეში ჯაზი "ისტამბულს: უკრავდა. წყვილები გამალებული ცეკვავდნენ ლამაზმა, წაბლისფერთმიანმა
ქართველმა მოძრავტანიანი რუსის გოგონა გამოიწვია საცეკვაოდ. ნელა
შეცურდნენ მოედანზე. ბიჭი ფიქრობდა: "ნეტავ რაზე ველაპარაკო, მომწყინდა
სულ ერთი სდა იგივე: საიდან ჩამოხვედით? როდის? მერე ჩვენი ბუნების ქება
და ბოლოს კომპლიმენტი _" თქვენ მშვენივრად გაშავდით " "ისტამბული კონსტაბტინეპოლიდან" გაისმოდა მოედანზე; ბიჭს სახე აიმეტყველდა, მერე თითქმის ჩურჩულით დაიწყო: ბიჭი: იყავით დრეს საცურაოზე? გოგო: რა თქმა უნდა, დღეს საუცხოოდ დამწვა მზემ ბიჭი: გეტყობათ, კარგადა ხართ გაშავებული; მართლა;დაესწარით იმ ამბავს? გოგო: ჰო, ჰო იშვიათი შემთხვევაა, დედა-შვილს აუარებელი წყალი უყლაპავთ, მაგრამ გადარჩნენ ბიჭი:აბა, საწყალი მამა, იმან გამოათრია. ნეტა იმასაც წყალი ეყლაპა. გოგო:მაშონ გადარჩებოდა, ექიმაა თქვა, ზედ ნაპირთან აქვსო გული გახეთქილი უბედურს. ბიჭი: საცოდავი, კარგი ვაჟკაცი ყოფილა. გოგო: რა თქმა უნდა, ახლა ცოტანი არიან ასეთები. ჯაზი ახლა მელოდიურ ტანგოში გადავიდა, ბიჭმა ახლოს მიიკრა ქალი: ბიჭი: მაგრამ მენდეთ, მაინც არიან. ქალი აილეწა, მერე ვაჟკაცს ახედა, მოეწონა ლამაზი, მზისგან გარუჯული სახე და მთლად მინებდა ნელ ტანგოს. | |
|
სულ კომენტარები: 1 | |||||||||
|