მთავარი » 2010 » ნოემბერი » 9 » ნათია მამაიაშვილის ლექსები
16:37
ნათია მამაიაშვილის ლექსები


თითქოს თეთრია... ვითომ ლექსია?!
 

მენატრებიო, მიყვარხარო,
ვგიჟდები შენზეო, ვიწვები მზეზეო...

ესაა ნუთუ სულ სიყვარული?!

ჰმ თქვენ არ გესმით ამ ნაზი გრძნობის,
ვერც კი გებულობთ რომ მიდის-მოდის.

გშორდებიო,აღარ მიყვარხარო...
ესეც თქვენ გჩვევიათ 
მერე ტანჯვა თუ შეგიმჩნევიათ?
არა ვერ ამჩნევთ, სიბნელე გიპყრობთ,
მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობთ?!
წარსულზე ნანაობთ, თუმც ჭკუას სწავლობთ?!
საქმე-საქმეზე კვლავ გრძნობას აფრთხობთ...

როდემდე ასე? ალბათ იქამდე სანამ თვალთაგან ცრემლი წამოვა,
ცრემლი,რომელიც დიდი ხნის წინათ გონებამ გულთან ჩუმად დატოვა.

ახლა ტირიხართ,ახლა განიცდით...

რამდენჯერ დადეთ სასწორზე ბედი,
რა მოგიტანათ ტანჯვაზე მეტი?!
მართლა ისწავლეთ ახლა ცხოვრება
მუდამ ცინიზმით რომ იზმორება?
ჰოდა,ნუ ასდევთ ამ კეკლუც წამებს
ზმორების გარდა გულებს იტაცებს
განა აბრუნებს?
გადააბრუნებს,მერე კი...
ტვინსაც გამობრუებს.
მგონი დაგღალეთ,გვეყო კამათი
ჯეკ,შევიგინოთ დედაც ამათი.

 

"წმინდა" გიჟი

ღმერთო, გიჟი ვარ სულით და ხორცით,
სხეული როკავს საფლავზე ცოდვით
სულ არ ვიღლები კედლებზე ცოცვით,
თეთრი მარყუჟით,სიგიჟის ცოდნით.
რწევა მუხლებზე,შიშველი ტერფი,
უაზროდ როშვა ჩურჩულად მესმის,
თვალებზე თმები, გუგები ფართო
შიში სიკვდილის, შიში სიბნელის.
არ წყდება რწევა, არ წყდება გმინვა,
ცოდვებისფერი უწყვეტი წვიმა,
ოლარი თავზე, სიმშვიდის მიღმა,
სადღაც გამქრალა ცხოვრება წმინდა.
წარსულზე ფიქრი,ტირილი,კრუნჩხვა,
კივილი ხორცთა,წივილი სულთა,
აგონიაში ჩავარდნა, კომა,
პულსი ეკრანზე სწორ ხაზად მოჩანს.....


მძინარე ანგელოზს!!!!!!!!!

ანგელოზი ხარ, თანაც პატარა
ჯერ ყვავილებში ღმერთმა გატარა,
ახლა წამწამებს იფშვნეტ ხანდახან
რა პატარა ხარ! მართლაც, პატარა!

მშვენიერ კულულს რომ იყრი მხრებზე,
ტუჩებს რომ ბზიკავ გაკვირვებისგან
ხელებს რომ აწყობ ბავშვურად მერხზე
შიშს რომ გრძნობ ისევ მასწავლებლისგან.

პატარა, გული სითბოთი სავსე
ღიმილითა და სიკეთით ავსე.
სევდა, ნაღველი ქარში გააქრე,
ღამით ანცობის შუქი ჩააქრე.
თვალი მოხუჭე,სიზმარი გეძებს,
მე კი მძინარეს დაგიწერ ლექსებს.

P.S....ეს ლექსი თავის პატარა დას მიუძღვნა...

ერთფეროვნება

ე-რთფეროვნება ერთ დღეს მოკვდება
რ-ოგორ ვინატრებ მაინც დაბრუნდეს,
თ-რთოლას დავიწყებ და ავტირდები,
ფ-იქრებს მივაწერ მე უცნობ სახელს.
ე-კლესიაში დანთებულ სანთელს,
რ-ოგორ გავუწვდი ოცნების ფანტელს,
ო-ქროს სხივებში ჩავიღვენთები,
ვ-ერასდროს შევძლებ მე მის ალს ავყვე.
ნ-ეტარი გულიც აგარ იძგერებს,
ე-ლვარე შუქიც აღარ იმეფებს,
ბ-ნელში მომიწევს ჩუმი გოდება
ა-ლბათ სიცოცხლეც მაშინ მოკვდება

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 691 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]