მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 28 » მწარე რეალობა
08:19
მწარე რეალობა

საქართველო: ეს ის ქვეყანაა სადაც დედის გინებისთვის კაცს კლავენ და თვითონ კი არ აკლებდენ.

სადაც არ იციან, მაგრამ პატივს სცემენ ისტორიას. რადგან ისტორიის ცოდნა არაა მთავარი, მთავარია ისეთ სადღეგრძელოებს ამბობდე სუფრასთან სამშობლოზე, რომ აღმაშენებელი შენთან შედარებით მონაგონი იყოს.
სადაც მიღებულია, რომ საკუთარი წარუმატებლობა სხვას გადააბრალო.
სადაც სიტყვით ლომი და საქმით არაფერი უნდა იყო, უნდა გინდოდეს კარგი ცხოვრება მაგრამ უნდა გეზარებოდეს ხელის განძრევა.
სადაც უნდა იცოდე გეგმების დაწყობა, რომ შენ ამისგან გააკეთებ!
სადაც აუცილებელია იყო ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი.
სადაც გენეტიკაში აქვთ ნებისმიერი წესის დარღვევა (წითელზე გავლა, ქუჩაზე იქ გადასვლა სადაც გადასასვლელი არაა, ნაგვის ქუჩაში დაყრა, დიდი ოდენობით ნერწყვის გამოყოფა ფურთხის სახით,)
სადაც უნდა იყო მაგარი უბანში, ძმაკაცებისთვის ყველაფრის გამკეთებელი, მაგრამ თუ საქმე გაჭირდა სირბილიც უნდა იცოდე.
სადაც უნდა ცხოვრობდე ვაჟკაცი ბიჭის ცხოვრებით, თუმცა ვაჟკაცობა ყველას სხვადასხვანაირად ესმის.
სადაც უნდა აგინო ძაღლებს, ასეა მიღებული და იმიტომ. რატომ? იმიტიმ.
ეს ის ქვეყანაა სადაც ტაქსში ქმრები ცოლებს უკან სვამენ, თვითონ კი მძღოლის გვერდით ჯდებიან.
სადაც ადამიანებს დაბადების ადგილის მიხედვით აფასებენ და მის წარმომავლობას მუდამ წამოაძახებენ, როგორ წარმატებასაც არ უნდა მიაღწიოს.
სადაც მარკესის ნაწარმოებები ყველას უყვარს, მაგრამ მათ ნახევარსაც კი არ წაუკითხავს არცერთი.
სადაც ყველა ყველას ჭკუას ასწავლის, მაგრამ არავინ არავის არ უსმენს.
სადაც 80 წლის მათხოვარი თავს იმით გაცოდებს, რომ ობოლია და უნდა დაეხმარო.
სადაც მოღალატეებს თავის სახელს ვერ არქმევენ, რადგან პირველი ქვის სროლა ყველას ეშინია.

სადაც სამშობლო ყველას უყვარს, მისთვის ყველაფერს გააკეთებს, ოღონდ ომი ნუ იქნება, რადგან ომის ყველას ეშინია.
ეს ის ქვეყანაა სადაც იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე.
კატეგორია: კურიოზები | ნანახია: 655 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]