მთავარი » 2010 სექტემბერი 6 » მხოლოდ ლოგიკა
19:48 მხოლოდ ლოგიკა | |
დედა ვერ იტანს კატებს. მისი 4 ტყუპი ქალიშვილი კი გიჟდება ამ ცხოველზე. მამასაც უყვარს კატები, ამიტომ გადაწყვეტს სიურპრიზი გაუკეთოს თავის გოგონებს და მიდის ზოომაღაზიაში, სადაც ყიდულობს უცნობი რაოდენობის კნუტებს. სახლში დაბრუნებული მამა ყველასგან უჩუმრად შეიპარება ქალიშვილების საძინებელში და კნუტებს ოთახში გაუშვებს, რათა ღამე, როცა მისი გოგონები დასაძინებლად დაწვებიან, სიურპრიზი დახვდეთ. როდესაც კნუტებს გაუშვებს, მამა ისევ და ისევ უჩუმრად მიემართება ოთახისკენ სადაც მისი ცოლი და შვილები არიან. დედა გოგონებს არითმეტიკაში ამეცადინებს, თან უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის შესახებ თუ რა სუსტები არიან ისინი ამ საგანში. მამა დედას მიმართავს, რომ სალაპარაკო აქვს მასთან და მთელი ნახევარი საათი ცდილობს "მოთაფლოს" მეუღლე, რათა იგი შეეგუოს რომ დღეიდან ოჯახში ჩნდება X რაოდენობის ცხოველი. დედა მიემართება ქალიშვილების ოთახისაკენ, რათა თავისი თვალით ნახოს ის საზიზღარი არსებები, რომლებთან ერთადაც ცხოვრება მოუწევს. ოთახში შესულმა დედამ დათვალა კნუტები და კმაყოფილებით ჩაიღიმა... მამა ვერ მიხვდა რითი დარჩა მისი მეუღლე კმაყოფილი. დედა მივიდა თავის ქალიშვილებთან და უთხრა: გიხაროდეთ, მამამ კნუტები მოგიყვანათ, მაგრამ სანამ ისინი ჩვენ სახლში იცხოვრებენ, თქვენ მოგიწევთ გამოიცნოთ მათი რაოდენობა. მოგეხსენებათ თქვენს ოთახს 4 კუთხე აქვს, თითოეულ კუთხეში ზის თითო კნუტი, თითოეული კნუტის წინ ზის 3 კნუტი, ხოლო თითოეული კნუტის კუდზე ზის 1 კნუტი. მითხარით მათი რაოდენობა მთელს ოთახში და მოგცემთ უფლებას დატოვოთ ისინი, თუ თავს ვერ გაართმევთ მაგაზე აღარც კი იოცნებოთ! დაეხმარეთ გოგონებს... რამდენი კნუტია მათ საძინებელში....??? | |
|
სულ კომენტარები: 2 | |
|