მთავარი » 2010 ნოემბერი 20 » McDonald’s – სწრაფი კვება თუ ნელი სიკვდილი?
09:01 McDonald’s – სწრაფი კვება თუ ნელი სიკვდილი? | |
მაკდონალდსის პირველი სწრაფი კვების რესტორანი კალიფორნიაში, ძმებმა მაკ და დიკ მაკდონალდსებმა გახსნეს. ამით მათ სრულიად ახალი პროდუქტი შესთავაზეს კალიფორნიელებს, რადგან მანამდე სწრაფი კვების ობიექტები არ არსებობდა. მაკდონალდსის პირველი ლოგო სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. ჩვენთვის ცნობილი ლოგო მხოლოდ 1963 წელს გაჩნდა. მაკდონალდსში ძირითადად იყიდება ჰამბუგერები, ფრანგული კარტოფილი(ფრი), სხვა და სხვა გამაგრილებელი სასმელი, ნაყინი და ქათმის ნაწარმი. მაკდონალდსის მომსწახურებაში შედის როგორც კაფე-ბარის ტიპის რესტორნები, გადახურული და ღია ცის ქვეშ არსებული მაგიდებით, ასევე ე.წ. მაკ-დრაივი, რომლის მეშვეობითაც ავტომობილიდან გადმოუსვლელად შეგიძლიათ ისადილოდ. ეს სერვისი დაახლოებით ბენზინ გასამართ სადგურს მოგაგონებთ. მაკ-დრაივი უკვე თბილისშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახლა გადავიდეთ მთავარზე. მაკდონალდსის ქება დიდებას ნამდვილად არ დავიწყებ, ამ სიამოვნებას თვით მაკდონალდსში მომუშავე პერსონალს დავუტოვებ და თუ უნდათ თაყვანი სცენ.)) პირველ რიგში განვსაზღვროთ რა არის სწრაფი კვების ობიექტი და რა არის რესტორანი. სწრაფი კვების ობიექტი არის ადგილი სადაც "სწრაფად” უნდა "იკვებო” – სათაურიდან ასე ჩანს, რესტორანი კი სულ სხვა რამეა. რესტორანში შედიხარ მინიმუმ ორი საათით, თეთრ ხალათში ჩაცმული ოფიციანტი კი ყველა კაპრიზს გისრულებს და ხრუშჩოვის დროს ჩამოსხმულ ღვინოს გთავაზობს 5000 დოლარად. მოკლედ სრული კაიფია რესტორანი. სხვაგან როგორ არის ზუსტად არ ვიცი, მაგრამ საქართველოში მაკდონალდსი რესტორნის სახელით არის ცნობილი და ხალხს ზოგჯერ ბავშვები რაიონებიდან ჩამოჰყავთ, რომ მაკდონალდსში ჰეფი-მილი ან ცხელი შოკოლადი მიირთვან. როგორც მახსოვს პირველი მაკდონალდსის გახნსას საკმაოდ დიდი სკანდალი მოჰყვა მისი ადგილმდებარეობის გამო. იგი ხომ პირდაპირ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მე არ ვამბობ რომ ეს რამენაირად შეურაცხყოფას აყენებს შოთა რუსთველის ძეგლს. ამ უკანასკნელს იქ მობოდიალე ქურთები უფრო აყენებენ შეურაცხყოფას. )) მთელს მსოფლიოში ათასობით ადამიანი გამოდის მაკდონალდსის პროდუქციის არაჯანმრთელი ინგრედიენტების გაყიდვიდან ამოღების მოთხოვნით. მაკდონალდსის უფროსობამ კი, პრობლემა ვითომ გადაწყვიტა და სალათები დაამატა მთავარ მენიუს. საქართველოში კი პლაკატებიც იყო გამოკრული, სადაც ეწერა რომ მაკდონალდსში 100% ჯანმრთელი პროდუქტი იყიდება. ნებისმიერ ქვეყანაში ცნობილია, რომ ადამიანს, რომელსაც უმცირესი დაავადება მაინც აქვს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან, პირველ რიგში მაკდონალდსის ნაწარმის ჭამას უკრძალავენ. თბილისში თუ სწორად მახსოვს მაკდონალდსის სამი ფილიალია, რომლებიც დღე და ღამე გატენილია ნებისმიერი ასაკის ხალხით. რამდენი სკანდალიც არ აგორდა მაკდონალდსზე, მისმა მენეჯმენტმა ყველა მიჩქმალა. ამერიკისა და ევროპის მოსახლეობაში დემოგრაფიული პრობლემების შემდეგ ყველაზე მწვავედ სიმსუქნის პრობლემა ითვლება, რომლის მთავარი პრობლემა სწრაფი კვების ობიექტებში სიარულია. რაც ყველაზე ცუდია, მარტო სიმსუქნე არ მოჰყვება ამ პროდუქციით კვებას. პირველ რიგში ირღვევა კუჭის სწორი ფუნქციონირება და ამას მილიონობით დაავადების გამოწვევა შეუძლია. არაფერი არ იქნებოდა საშიში, საქართველოში მაკდონალდსში შესვლა პრესტიჟულად რომ არ ითვლებოდეს. ესეც, რომ არ იყოს, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, მაკდონალდსის პროდუქტი საქართველოში ძალიან ძვირია. კატასტროფაა ისიც რომ ეს ე.წ. 100%-ით ჯანმრთელი პროდუქტი წლების განმავლობაში გაყინული ინგრედიენტებისაგან მზადდება. ასეთი ხანგრძლივობით კი მხოლოდ გენმოდიფიცირებული პროდუქტის შენახვაა შესაძლებელი. თავიდან მეც არ მომეწონა ის, რომ ჯობია ზოგჯერ შეიკავო თავი და მაკდონალდსში დროის გატარება შეზღუდო, მაგრამ არ შეიძლება ადამიანმა და მითუმეტეს ახალგაზრდამ ყოველდღიურად ჭამოს პროდუქტი, რომელიც არანაირ ბუნებრივ პირობებში არ ძველდება. ხორცი 4 წლის შემდეგაც ისევ ისეთივეა, კარტოფილი კი საერთოდ ზეთიანია. ჩვენ, როგორც პროგრესულად მოაზროვნე აყვავების პირას მყოფი ქვეყნის ახალგაზრდობამ უნდა გავითვალისწინოთ ასეთი რაღაცები, რადგანაც ჯანმრთელობაა სწორედ წარმატების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი ნებისმიერი პროფესიის ადამიანისათვის, მაკდონალდსში კი შეიძლება თვეში ერთხელ მსუბუქად წაიხემსო. ) ჩვენ გვიყვარს მაკდონალდსი, მაგრამ მაკდონალდსს მარტო ფული უყვარს )) I’m lovin’ it, but does it love me? საკითხავი აი ეს არის )) p.s.:მე მაინც მიყვარს მაკდონალდსი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |