მთავარი » 2011 » მაისი » 8 » მარსი
10:37
მარსი

ინფორმაცია წითელი პლანეტის, მარსის შესახებ.

მასა: 0,107 დედამიწის მასისა(6,42•10 23-ე ხარისხადკგ)დიამეტრ: 0,532 დედამიწისა(6 786 კმ)სიმკვრივე: 3,95•103 კგ/მ3ექსცენტრისტეტი: 0,093სრული ბრუნი მზის გარშემო: 1,88 წელი - 687,0 დედამიწისეული დღე-ღამემზიდან დაშორება: 1,523 ა.ე.. ( 227,9 მლნ.კმ)ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე: 24,22 კმ/წმღერძის გარშემო: 24სთ 37 წთთავისუფალი ვარდნის აჩქარება: 3,7 მ/წმ2მეორე კოსმოსური სიჩქარე: 5,0 კმ/წმალბედო: 0,2ტრიალის მიმართულბა: სწორი(როგორც სხვა პლანეტები, ვენერას გარდა)ზედაპირის ტემპერატურა: -125°С დან +25°С-მდედღე-ღამის ხანგრძლივობა: 24,62 საათიდედამიწიდან დაშორება: 56(პირისპირ დგომა)დან 400 მლნ.კმ-მდე
აქვს ორი ბუნებრივი თანამგზავრი: ფობოსი და დეიმოსი

როგორც მონაცემებიდან ჩანს მარსი დედამიწაზე ორჯერ პატარაა, თუმცა დღე-ღამის მონაცვლეობა თითქმის ერთნაირი აქვთ. ღერძის დახრილობა და სეზონების მონაცვლეობაც, ოღონდ იქ სეზონები 2ჯერ მეტ ხანს გრძელდება, 6 თვე გაზაფხული, 6 ზაფხული და ა.შ. დანარჩენი პლანეტებისაგან განსხვავებით ყველაზე კარგი პირობებია მომავალში ადამიანის დასასახლებლად. ატმოსფერო ძალიან გაიშვიათებულია, თუმცა საკმარისი ქვიშის ქარიშხლების წარმოსაქმნელად(სურათზე ჩრდილოეთ პოლუსზე). მაგნიტური ველიც ძალიან სუსტია, არ გამოდგება კოსმოსური გამოსხივებისგან სიცოცხლის დასაცავად.

 

მარსული ტორნადოს კვლები

ყველაზე მეტი თანამგზავრი და ზონდი ადამიანებმა მარსზე გაგზავნეს. განსაკუთრებული კვლევა მიმდინარეობს წყლისა და სიცოცხლის ნაკვალევის აღმოსაჩენად. წყალი და მისი კვალი ნამდვილად არის, მიკროორგანიზმები ან მათი კვალი ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ.


70-იან წლებში გაგზავნილი თანამგზავრებიდან მიღებულ სურათებზე აღმოჩნდა თითქოს ხელოვნური წარმოშობის ობიექტები- პირამიდები, ადამიანის სახის მქონე მთა. თანამედროვე საკვლევ აპარატებზე უკეთესი შესაძლებლობის კამერები და სხვა დეტექტორები არის დაყენებული, მათი საშუალებით დამტკიცდა რომ ეს მხოლოდ ოპტიკური ილუზია იყო.


მარსს აქვს ორი ბუნებრივი თანამგზავრი- ფობოსი და დეიმოსი(მარსი ომის ღმერთია და თანამგზავრებსაც შესაბამისი სახელები აქვთ- შიში და საშინელება).


ასტრონომები თვლიან რომ ისინი მარსმა მიიზიდა მასა და იუპიტერს შორის არსებული ასტეროიდების სარტყელიდან. ფობოსი იმდენად ახლოსაა მარსთან(5800 კმ, შედარებისთვის მთვარემდე მიწიდან თითქმის 400 000 კილომეტრია), რომ ის დაახლოებით 100 მილიონი წლის მერე ან მარსს დაენარცხება ან მისი გრავიტაცია აქცევს ნამსხვრევებად. თუ ასე მოხდა მზის სისტემას კიდევ ერთი რგოლებიანი პლანეტა (სატურნი) შეემატება.
დეიმოსი გამოირჩევა თავისი პატარა ზომებით თანამგზავრებს შორის(15 კმ).
  
მარსზე წყლის აღმოჩენის დამამტკიცებელი საბუთი.
მარსი

კატეგორია: ამბები | ნანახია: 1117 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]