მთავარი » 2011 » აგვისტო » 4 » "Marcatoons" ზაფხულის სერიები,
18:27
"Marcatoons" ზაფხულის სერიები,
ცნობილი მულტსერიალი "Marcatoons" ახალ-ახალ ანიმაციურ ფილმებს გვთავაზობს. ახალი სერიის პირველ ეპიზოდში მოურინიოს "ბარსელონასთან" წარმატების მიღწევისთვის აუცილებელი ფორმულა მოჰყავს. რა დასკვნას აკეთებს ის ? რონალდუს კლონირება ? თუ კაკასი, რომელსაც გაყიდვა ემუქრება ? რატომ არ სურს ჟოზეს ფეხბურთელების მარტო დატოვება ზაფხულში ? რა ისმის ახალი პედრო ლეონზე ? - ამ კითხვებზე პასუხს ვიდეოში იხილავთ (ვიდეო რუსული სუბ-ტიტრებითაა).



''Marcatoons'' საზაფხულო სერია, მეორე ეპიზოდი

გუარდიოლამ გადაწყვიტა მოურინიოს მეთოდის გამოყენება - საკუთარი გუნდის გამოკეტვა მთელი ზაფხული. როგორ რეაგირებენ ფეხბურთელები? გაძლებს თუ არა პიკე შაკირას, ხოლო დანი ალვეში ზეიმის გარეშე? როგორ რეაგირებს ინიესტა ფუენტეალბილესთან განშორებაზე? შემდეგ გუარდიოლას კვლავ მოუწევს მოურინიოს მეთოდების კოპირება, კითხვისას "por qué"? ამაზე და სხვა კითხვებზე პასუხს ახალ სერიაში გაიგებთ. (ვიდეო მოცემულია რუსული სუბ-ტიტრებით).



''Marcatoons'' საზაფხულო სერია, მესამე ეპიზოდი

"სანტიაგო ბერნაბუეზე" საკვები გამოილევა. უცნობი პერსონაჟი, სახელად "ნათლი მამა" აკონტროლებს სურსათის შავ ბაზარს. რაზე არიან წამსვლელები "რეალის" ფეხბურთელები საჭმლის გამო? რას მოიმოქმედებენ ისინი? დამნაშავეა თუ არა "უეფა" "ბლანკოსის" სარჩოს პრობლემაში? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს მულტსერიალის მორიგ სერიაში გაიგებთ (ვიდეო რუსული სუბ-ტიტრებითაა).


 ''Marcatoons'' საზაფხულო სერია, მეოთხე ეპიზოდი

 "ბლაუგრანას" მოთამაშეებს ძალა გამოელიათ, მათ მეტის მოთმენა აღარ შეუძლიათ, ამიტომ "კამპ ნოუდან" გაქცევა გადაწყვიტეს. შეძლებენ კი ისინი გუარდიოლას მოტყუებას ? როგორ მოახერხებენ ამას ? იქნება, თუ არა, დანი ალვეშის სხეულზე ამოტვიფრული სვირინგი სტადიონიდან გაქცევის ფარული სქემა ? გაამართლებს კი ეს სქემა ? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხი შეგიძლიათ Marcatoons-ის ახალ საზაფხულო სერიაში იხილოთ (ვიდეო რუსული სუბ-ტიტრებითაა).


 ''Marcatoons'' საზაფხულო სერია, მეხუთე ეპიზოდი

არავის სურს ტყვეობაში ჩავარდნილი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელების შველა, მაგრამ თვალსაჩინოა, რომ გაქცევის გეგმა მხოლოდ ესპანელ ფეხბურთელებზეა გათვლილი. შეძლებენ თუ ვერა მოთამაშეები მრავალკვირიანი პატიმრობისგან თავის დაღწევას? გაიგებენ თუ ვერა ლეგიონერები ესპანელების განზრახვას? გამოტეხავს თუ ვერა ვინმე სერხიო რამოსს, თუ მისი ლიმიტი გასულ ეპიზოდში ამოიწურა? ამ კითხვებზე პასუხს მორიგ ზაფხულის სერიაში გაიგებთ (ვიდეო რუსული სუბ-ტიტრებითაა მოცემული).

 

 ''Marcatoons'' საზაფხულო სერია, მეექვსე ეპიზოდი

ზაფხულის ციკლის ახალ სერიაში მოთხრობილია იმაზე, თუ როგორ შეკრებს ერთად ვისენტე დელ ბოსკე "რეალისა" და "ბარსას" ფეხბურთელებს, რათა გაარკვიოს, ვინ არის მათ შორის უფრო ძლიერი. შეძლებს თუ ვერა, ვინმე იოზილზე დიდხანს არდაძინებას? რომელია საუკეთესო, კასილასი თუ ვალდესი? რომელია უფრო მზემოკიდებული, ინიესტა თუ რამოსი? ამ კითხვებზე პასუხს Marcatoons- ის მორიგი სერიის ნახვის შემთხვევაში გაიგებთ. (ვიდეო რუსული სუბ-ტიტრებითაა მოცემული).

  ''Marcatoons'' საზაფხულო სერია, მეშვიდე ეპიზოდი

Marcatoons- ის საზაფხულო ციკლის ახალ სერიაში, ჟოზე მოურინიო და პეპ გუარდიოლა ერთმანეთს გაუმჟღავნებენ, რომ საკუთარი ფეხბურთელების გარეშე დარჩნენ. ფეხბურთელების დასაბრუნებლად ერთმანეთის მოსისხლე მეტოქეები, მათთვის უჩვეულო ნაბიჯს დგამენ, რასაც თანამშრომლობა ჰქვია. რა დრო დასჭირდებათ მათ ფეხბურთელების დასაბრუნებლად ? რამდენს ხანს გასტანს მათი ურთიერთობა ? საათს ? წუთს ? - ამ და სხვა კითხებზე პასუხი შეგიძლიათ Marcatoons- ის ახალ სერიაში იხილოთ (ვიდეო რუსული სუბ-ტიტრებითაა).

კატეგორია: ვიდეოები | ნანახია: 524 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]