მთავარი » 2010 » ნოემბერი » 20 » მამათა გამონათქვამები სიმდიდრესა და სიგლახაკეზე
12:05
მამათა გამონათქვამები სიმდიდრესა და სიგლახაკეზე


თქვენ ფლობთ მრავალგვარ სიმდიდრეს? ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გექნებათ ბინა ორი ნაბიჯი სიგრძეში და ექვსი – სიგანეში, ხოლო ერთი საფლავის ქვა სავსებით საკმარისი იქნება თქვენი დაცვისათვის.
წმ. ბასილი დიდი


ხშირად შეაგონებდე საკუთარ თავს, რომ ან სიმდიდრე დაგტოვებს მოკლე ხანში, ან შენ დატოვებ სიმდიდრეს.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი


თავისუფალია ის ადამიანი, ვინც ხორციელ სიტკბოებას და გრძნობისმიერ სიამოვნებას კი არ ემონება, არამედ ბატონობს თავის სხეულზე გონიერი განსჯისა და კეთილკრძალულების გზით. მადლიერია და კმაყოფილია იმით, რასაც ღმერთი აძლევს, თუნდაც კი ძალზე მცირე იყოს.
როგორც ზომაზე მეტად გრძელი სამოსი უშლის მოგზაურს ხელს სიარულში, ასევე ზედმეტი ქონების შეძენის სურვილი არ აძლევს ნებას ადამიანს, სულის ხსნისათვის იღწვოდეს და საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდროს.
წმ. ანტონი დიდი


რა არის სიმდიდრე? სიმდიდრე კარგი რამეა... მე მის საწინააღმდეგოდ რა მეთქმის, მაგრამ ის მაინც არ არის საჭირო პირობა ბედნიერებისა. უიმისოდ ბედნიერება კარგადა გრძნობს თავს და იგრძნობს კიდევ, თუკი ჩვენ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც უპირველესად ზნეობრივი მხარის დაკმაყოფილებას ესწრაფვიან.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

კატეგორია: ამბები | ნანახია: 658 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]