მთავარი » 2010 ნოემბერი 12 » ლექსი
17:58 ლექსი | |
თქვეს ერთხელ სამთა ანგელოზთა-როგორ დავბადოთ კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც, რა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათლოთ, ათასჯერ ბედის თქვას მადლობა და საყვედურიც? პირველად თეთრმა ანგელოზმა წარსდგა ნაბიჯი: დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი. წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს, ულამაზესი იყოს მაგრამ უღარიბესიც. ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ: სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ, სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს. ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე, უთუოდ მგოსნად და უთუოდ-საქართველოში... იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი, | |
|
სულ კომენტარები: 0 | |