მთავარი » 2010 ივლისი 29 » ლექსი
23:15 ლექსი | |
*** გამარჯობათ, იცით დღეს მე მიმატოვეს დღეს სიცოცხლით ანთებული მოკლეს გული სამახსოვროდ მოგონება დამიტოვეს დღეს წამართვეს ერთადერთი სიყვარული ვერ მიცანით? ჩვენ ხომ ადრეც შევხვედრილვართ მე ისა ვარ სიყვარულს რომ დავეძებდი ის ვარ ვინც თქვენ გამშვიდებდათ, გიღიმოდათ. ვინც თქვენ ასე გიყვარდათ და აღმერთებდით რატომ გიკვირთ ნუთუ ასე შევიცვალე მე ხომ მხოლოდ ციცქნა გული ამომგლიჯეს მე უბრალოდ დამცინეს და მიმატოვეს ჩემში ცელქი წყნარი ბავშვი ამოძირკვეს
არ შეშინდეთ. მე უბრალოდ მომკლეს ცოცხლადაღარა მყავს საოცნებო სიყვარული აღარც ცრემლი, არც იმედი, აღარც სევდა აღარც ტანჯვას აღარა გრძნობს ჩემი გული რატომ გიკვირთ რომ ვიღიმი .. გული ნახეთ.. აბა გულში ჩაიხედეთ როგორ ცივა იქ ობოლი შენახულა მოგონებადა ამდენი ვაებისგან სულიც მტკივა წასვლის დროა მგონი სადღაც ვაგვიანებ აბა კარგად არ მგონია ისევ მნახოთ და ერცა გთხოვთ დატანჯული გოგოს ხსოვნა სულ მცირე ხნით მოგონებად შეინახოთ | |
|
სულ კომენტარები: 0 | |