მთავარი » 2010 ნოემბერი 12 » ლექსები
17:18 ლექსები | |
''მე მეჩვენება რომ ცხოვრება დიდი ზღვა არის და ამ ზღვაში ჩემი ფიქრი ერთი წვეთია , შეყვარებული ცხოვრებაში ბევრჯერ იქნები მაგრამ პირველი სიყვარული მაინც ერთია!'' სანთელი იწვის, სანთელი დნება,
ჩემი ფიქრები უკვალოდ ქრება,
ნაღველი ისევ ჩემს გულში რჩება
და ეს ოცნებაც კვლავ ქარს მიჰყვება.
სანთელი დნება და ფიქრი რჩება,
სიქუმე დგება და ღამე კრთება,
ღამის წყვდიადში ცა იძირება
და ეს ოცნება უსიტყვოდ კვდება .
მე მოვალ შენთან, გაზაფხულის წვიმას მოვყვები...
მარტის სიგიჟეს, მონატრებას გავანდობ შენსას,
შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით,
და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას...
მოვალ დაღლილი, გათანგული, ფიქრით და ლოცვით,
დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან,
დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის,
და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან...
ყველა სევდიან ადამიანს რატომღაც ვეტრფი,
ყველა სევდიანს, ასე მგონია აქვს ნაზი გული,
ყველა სევდიანს მსურს მოვეფერო და ვანუგეშო,
სევდიან თვალებს რომ შევამჩნევ მეც მტკივა გული.
ალბათ რამდენი რამ ხდება სევდის მიზეზი?
ჩვენ ვიცინით, ვიღაცა კი სევდით სავსეა,
მაშ, გაუმარჯოს ქვეყანაზე სევდიან თვალებს,
რადგან სევდა სიყვარულის თანამგზავრია...
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |