მთავარი » 2010 » ნოემბერი » 10 » ლექსები
19:25
ლექსები


იყო თვალების ციმციმი ურჩი,
ულამაზესი ქარები ქროდა.
დაუკითხავად შესახლდი გულში, 
შენ საამისოდ უფლება გქონდა.
შენ გახდი ჩემი ცხოვრების აზრი
და დაუფიქრდი ამაზე ოდნავ, 
მე რომ დამტოვე ყელამდის ცრემლში,
განა ამისი უფლებაც გქონდა?


 
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები...
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!
ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება,
მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი...
ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება
და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...
დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი,
დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები...
როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი...
მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები! 
 

 როცა გულის ნაცვლად დიდი ქვის ლოდია
და სულ ყველაფერი თითქმის იოლია,
როცა დარწმუნდები მწარედ გაყრუებენ
მაშინ გაუჩნდება ბედსაც ირონია.
როცა დაგროვილი ბოღმა მოგაწვება
ნერვებზე თამაში ამ დროს იოლია
და ცრუ იმედები ესეც რომ გაქრება
მაშინ გაუჩნდება ბედსაც ირონია.
როცა ქვეყანაზე არავინ არ გიყვარს
მაშინ ეს ცხოვრება სულ მთლად იოლია
და თუ სიყვარულს ფეხქვეშ გითელავენ
სწორედ ამას ქვია ბედის ირონია.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 718 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]