მთავარი » 2010 » სექტემბერი » 28 » ლექსები
16:19
ლექსები

მორჩა! დღეიდან ლოთობას ვიწყებ,
დარდებს გავანდობ ყანწებს ღვინიანს,
სიკვდილ-სიცოცხლის დუელში გიწვევ
და ქალი რომ ვარ არ მეშინია.
მოგაფრქვევ ღვინის საოცარ სურნელს,
ბახუსის ეშხით განატაცები,
ქალები მაშინ თვრებიან თურმე,
როცა ფხიზლობენ მამაკაცები.
დღეიდან ხელი ავიღე თავზე,
აღარ გავურბი მზერას ჟინიანს,
დუქანში გველის ხელადა სავსე
და კაცი რომ ხარ არ მეშინია.
უცხო მორევში შევყავარ ბორანს
ფიქრში ძნელია ვიცი ღალატი,
თურმე ვცდებოდი,რადგან მეგონა
რომ სიავისგან დამიფარავდი.
გავარდა მეხი..... მიხაკი გაქრა,
დღეიდან ვეტრფი ყანწებს ღვინიანს,
ერთი პატარა ქალი ვარ თუმცა
შენ,რომ კაცი ხარ არ მეშინია!!!

მინდა სასმისივით დაგეცალოს,
სადმე,მტერი თუ გყავს ათიოდე,
ტკივილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე.
მინდა სიყვარულმა დაგაჯეროს,
უკუნი გაგინათონ კელაპტრებმა,
მიზანთან არაფერმა გაგაჩეროს,
აგიხდეს,თუკი რამ გენატრება.
მინდა ბედნიერი კაცი იყო,
დარდმა არ დაგიმონოს მცირედმა,
გრძნობისგან არასოდეს დაცლილიყო,
ბოლომდე გიმეგზუროს იმედმა.
მინდა სასმისივით დაგეცალოს,
სადმე,მტერი თუ გყავს ათიოდე,

წუხილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე

*******

ევედრებოდა ღმერთს ქურდი ბიჭი 
სანთლებს უნთებდა ღვთიშობლის ხატებს 
შეყვარებულზე ფიქრობდა იგი 
ცხელი ცრემლები უწვავდა თვალებს 
იწვოდა სანთელი ნელა თითქოს 
სიყავრულს ეკიდა ცეცხლი 
და იმ ერთ სანთელს უცქერდა ყველა 
ქურდმა ბიჭმა დაწერა ლექსი 
როგორ მიყვარხარ ჩემო ძვირფასო 
შენზე ფიქრისთვის არ მყოფნის ძალა 
და უშენობას ვეღარ ავიტან 
და თავს მოვიკლავ მოვიკლავ მართლაც 
ლოცვა მოუვლინე ყოვლად წმინდისაგან 
გული განუმტკიცე ყოვლად მშვენიერი 
იყოს უმანკო და ხსნილი მიწისაგან 
იყოს ლამაზი და იყოს მშვენიერი 
ასე ლოცულობდა ის ქურდი ბიჭი 
და შსცქეროდა ღვტისშობლის ხატებს 
რა არის ქალი? ფიქრობდა იგი 
რა შეუდზლიათ ამ ქვეყნად ქალებს? 
ო, ღმერთო ჩემო რა მიყო ქალმა 
მზე დამანახა და ცის სინათლე 
ყველა სანთელი ჩააქრო ქარმა 
და ენთო მხოლოდ ქურდის სანთელი...

*******

შენ არ გეგონოს რომ ვიცინი გულს ეღიმება
ნაღვლიანი ვარ მაგრამ ამას სხვა ვერ მიხვდება
მეუბნებიან გაიცინეო სიცილი გიხდება
და მეც ვიცინი რადგან საქმეს ასე სჭირდება

ზოგჯერ ვფიქრობ სათამაშოდ ყოფნა ჯობია

რომ დარჭირდები ითამაშებენ გაერთობიან
თუ ცრემლი მოგდის არვინ მოგხედავს ასე მგონია
თოჯინა ტირის რაში ადარდებთ უგულო ჰგონიათ

უსულო საგნად მიმიჩნევენ გამრიყავს ხალხი

სოფლის მოსახვევში ჩემსავით მარტო ჩამოდის არხი
აეს მაწუხებს თუმცა ხმამაღლა სათქმელად არ ღირს
დღემდე მიკვირს ამდენი დარდი გულს როგორ არ ღრღნის    
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 915 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]