მთავარი » 2010 » სექტემბერი » 24 » ლექსები
19:50
ლექსები


წვიმა როგორ მოვა,
ცაა ცარიელი,
დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა...
მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი,
მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.
გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი,
თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს -
დამაწყდება...
სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს,
მჯერა,
მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.
მოდი,
გეხვეწები,
ასე ბანალურად,
გთხოვ და...
ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება,
თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა,
ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.
მოდი,
თორემ სისხლი დადის ვარაუდით,
ჰაერს ვეღარ ვხედავ,
ისე ჩაიხუთა...
თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი...
თუნდაც გამებუტე...
მოდი,
ჩამეხუტე.

*********


,,გვირილას გავხარ...
სიყვარულად ამოსულს მთებში...
შენი თვალები ტბები არის
და შიგ ცა მოჩანს...
თეთრ ფურცლებს გაცლი...
მსურს გაგიცნო…და ვმარჩიელობ...
გიყვარს?..არ გიყვარს?..
წასაკითხი ისე ბევრია...
ყავის ჭიქიდან გიყურებენ ზღაპრის გმირები...
მე ხან ჯადოქრად მეჩვენები და ხან ფერიად...
ჩემი ვნებები მივუტოლე შენს ლავის ნაკადს...
ნამცეცებია უსუსური... არაფერია...
აჰა,დასრულდა,უკანასკნელ ფურცელსაც გაცლი...
შემოგახიე საპატარძლო კაბა უბიწოს...
გრძნობის ყურებით მე მოვუსმენ ნაცნობად განცდილს...
თრთოლვით მოგწყვიტე... ფრთები გინდა ეხლა უმიწოს...
განძარცული ხარ, არსი შენი მხოლოდ გულია...
დიდება უფალს!!! გადმოღვრილი ფერთა პალიტრა
ხატის სიღრმეში დამალული შენი სულია...
ჯვარს მოიკიდებს და ზეცაში მზესთან აიტანს...
არ იცი რა გინდა...
არ იცი რად გინდა...
მე კი აი ამ წუთას სულ ზუსტად ვიცი,რომ...
გეძებდი... გიპოვე...
უშენოდ არ მინდა...
გვირილას გავხარ...
ასეთი ნაზი... ასეთი წმინდა...
გულის ლარნაკში ჩაგისვი და...
ვდღესასწაულობ..."
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 698 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]