მთავარი » 2011 » თებერვალი » 2 » ქართული ანეკდოტები
15:31
ქართული ანეკდოტები

მიდის კაცი გზაზე და რას ხედავს–სვანი გუბეში ჩაჯდება ამოვა ჩაჯდება ამოვა.კაცი ეკითხება:–რას აკეთებო.
–ჩოხასა ვრეცხავო,–უპასუხა სვანმა
–მერე სარეცხი მანქანა არა გაქვსო?
–მაქვს,მაგრამ შიგნით რომ ვჯდები თავბრუ მეხვევაო.

----------------------------------------------------------------

ორი სვანი მგზავრობს ავტობუსით. ერთი ეკითხება მძღოლს:

- ეს ავტობუსი ვაგზლამდე ამიყვანს?

- არა! - მოუჭრა მძღოლმა.

- არც მე ამიყვანს? - იკითხა მეორე სვანმა.

----------------------------------------------------------------

პატარა მიხო გაოცებული უყურებს ეზოში მისთვის გაბმულ საქანელაზე გიჟივით მოქანავე მიტუას.

- რასა შვრები, პაპა, არ გადმოვარდე!

- ექიმმა მითხრა, რაც შეიძლება მეტი იმოძრავეო!..

----------------------------------------------------------------

ღამის4 საათზე მიხოს კარზე ბრახუნია.მიხო ნამძინარევი ხმით ეკითხება:
–რომელი ხარ?
–ჟან კლოდ ვან დამი!
–ახლა გამოვალ და ოთხივეს დედებს გიტირებთო!–ყვირის მიხო.

----------------------------------------------------------------

ერთმა ჩემმა მეზობელმა, ვალიკო -მ ღორი წაიყვანა ბაზარზე გასაყიდად. მივიდა კლიენტი და ეკითხება:

- რაზე გყავს გაზრდილიო?

- სადა მაქვს ამის საჭმლის ფული, გარეთ მყავს გაშვებული და რა ვიცი, რას ჭამსო.

- რად მინდა ნაგავზე გაზრდილი ღორიო, - უთხრა კლიენტმა.

მეორე კვირას ისევ წაიყვანა. ახლა სხვამ დაუსვა იგივე კითხვა.

- რა ვიცი, შვილო, ქატოსი და სიმინდის მეტი არაფერი უჭამიაო...

- მაგის ხორცი არ ევარგება, ცოტა რკო და ხილიც თუ არა აქვს ნაჭამიო.

მესამე კვირას იგივე განმეორდა. ოღონდ იმავე კითხვაზე გაბეზრებულმა ვალიკომ ამჯერად ასე უპასუხა:

- რა ვიცი, ამის დედაც ვატირე, ფულს ვაძლევ და თვითონ ჭამსო...

----------------------------------------------------------------

ნარკომანები ბირჟაზე დგანან. გამოიარა ზანგმა.

- ეს ვინ არი, ტო? - იკითხა ერთმა.

- ეს სომალელი ლტოლვილია! - დაასკვნა მეორემ.

- ვა, სომალიც დავკარგეთ?! - გადაირია მესამე.

----------------------------------------------------------------

როგორ უნდა მოახდინოთ ქალზე შთაბეჭდილება? ეს არც ისე ძნელია:
- კომპლიმენტები, კომპლიმენტები, კომპლიმენტები...
- პატივისცემით უნდა მოეპყრათ.
- უნდა ეფეროთ.
- თავს უნდა ევლებოდეთ.
- უნდა დაიცვათ.
- რაც შეიძლება მეტი უნდა ახარჯოთ.
- მაგარ ზმანებში უნდა ატაროთ.
- ძვირფას ბარ-რესტორნებში უნდა ატაროთ.
- ძვირფასი ნივთები უნდა უყიდოთ.
- ყურადღებით უნდა უსმინოთ.
- რასაც იტყვის, უსიტყვოდ უნდა აიტანოთ.
- თქვენგან ყოველთვის მხარდაჭერას უნდა გრძნობდეს.
- მისი გულისათვის ქვეყნის დასალიერში უნდა წახვიდეთ.
მამაკაცზე როგორღა უნდა მოახდინოთ შთაბეჭდილება? - გაიხადეთ.

----------------------------------------------------------------

ჟორამ სმს მიიღო:
„ძვირფასო, ხმამაღლა წაიკითხე: სიკონა ლამილე ბოვანა ლიკილე უდმოდო ჟაკილე ფრასკალა ბიკილე."
ცოტა ხანში მეორე სმს მიიღო:
„ახლახანს შენ წარმოთქვი ინდური წყევლა, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში დაგიცავს სექსუალური კონტაქტებისაგან. გკოცნი, შენი ჟენია."

----------------------------------------------------------------

ქირურგი ეუბნება თავის პაციენტ რაჭველს:
- თავიდან მიმიწევს შენი გაკვეთა, იმიტომ, რომ შენს მუცელში ცალი ხელთათმანი დამრჩა.

- მაგიზა ნუ გამჭრი, ექიმო, დავდგები ფეხზე და ახალ ხელთათმანებს გიყიდი!..

----------------------------------------------------------------

პატარა რაჭველს რუსული ენის მასწავლებელი ეკითხება:
- აბა, რაჟიკო, როგორ იქნება ქართულად ”ნაუკა”?

- ნაუკა არის პატარა ნავი! - გამარჯვებული სახით უპასუხა რაჟიკომ.

----------------------------------------------------------------

რაჭველი ექიმს საყვედურობს:
- ექიმო, თქვენ რომ ღამით ჭამა ამიკრძალეთ, მაგიტომ გავცივდი.

- მერე ეგ რა შუაშია?

- როგორ თუ რა შუაშია? მთელი ღამე ღია მაცივრის წინ ვიდექი და მოხარშულ დედალს ვუყურებდი!

----------------------------------------------------------------

შუაღამისას ჭიჭიკია მთვრალი მიდის შინ თავისი "ზაპოროჟეცით”. გააჩერა პატრულმა:

- სად მიდიხარ?

- სად მივდივარ და ლექციაზე! - გაიჭიმა ჭიჭიკია.

- ამ შუაღამისას ვინ კითხულობს ლექციას? - გაიკვირვა პატრულმა.

- სიდედრი მყავს შინ სტუმრად! - აუხსნა ჭიჭიკიამ.

----------------------------------------------------------------

დიდი ხნის უნახავმა თანასოფლელმა გურულებმა ერთმანეთი მოიკითხეს. ერთმა შესჩივლა მეორეს, - მესამედ გავიკეთე კუჭის ოპერაცია, იმდენი ფული დავხარჯე და ძლივს გადავრჩიო!

მეორემ უპასუხა: - შე კაი კაცო, შენც რას ჩააცივდი ამ კუჭს, ყველა ბრმა ნაწლავის ოპერაციას იკეთებს, შედარებით იაფიც ჯდება და კარგად არიანო.

----------------------------------------------------------------

სვანი ეუბნება შვილს: - ცხვირში ნუ იქექები, ტვინი გაგეჩხაპნება! crazy.gif

----------------------------------------------------------------

ურული ქუჩაში დგას უსაქმურად, ხედავს პოლიციელს თხა მოყავს, დაინტერესებული გურული მიმართავს: სად მიგყავს მაგი ძაღლი? პოლიციელი გამწყრალი ხმით მიმართავს : აგი ძაღლი კი არა, თხაა! მერე მე თხას ვეკითხები შენ კი არა.

----------------------------------------------------------------

–მამი,მამი,სკოლაში დიდთავას მეძახიან.
–მერე,სცემე,შვილო.
–ჰო,მაგრამ ვიწრო დერეფნებში დარბიან.

----------------------------------------------------------------

იჭიკია მრგვალ სახლს აშენებს. ბონდოია გაოცებულია:
- კი მარა, რათ გინდა ეს მრგვალი სახლი?
- ბიჯო, სიდედრმა მითხრა, სახლს რო ააშენებ, ერთი კუთხე მე მომეციო!...

----------------------------------------------------------------

შვილი ჭიაყელა მამა ჭიას ეკითხება:
- მამი, მამი, ბალში ცხოვრება კარგია?
- კი შვილო.
- ვაშლში ცხოვრება?
- კი შვილო.
- ატამში ცხოვრება?
- კი შვილო.
- აბა იქ თუ ასე კარგია, ჩვენ ნეხვში რატომ ვცხოვრობთ?
- ეჰ შვილო, სამშობლოს არ ირჩევენ.

----------------------------------------------------------------

მიხო და მარო ლოგინში წვანან. ზემოთ, ჭერში თაგვი კაკალს დააგორავებს და მიხო ვერაფრით ვერ იძინებს. ბოლოს გაგიჟებული მაროს ანჯღრევს:
- ადე ქალო, გაუტეხე კაკალი, თორემ მთელი ღამე არ დაგვაძინებს ეგ შობელძაღლი.
----------------------------------------------------------------

სვანი გაიცინებს და გაიბზარება
----------------------------------------------------------------

ექვსი თვეა მიხო ამერიკაშია. შევიდა რესტორანში და ქართველ მიმტანს ეუბნება: - ახლა მომიტანე ქვაბში მიმწვარი ლობიო, დაახეთქე მაგიდაზე და მითხარი, - შაცეცხლე!
- რატომ ასე?! - გაოცდა მიმტანი.
- ეე, შინ ყოფნა მამენატრა, ვერა ხვდები, ჯო?

----------------------------------------------------------------

კაცი აკაკუნებს კარებზე და ამბობს:
უკაცრავად, ერთი ჭიქა წყალი დამალევინეთ,
თორე ისეთი მშიერი ვარ ...
ღამე სად გავათენო აზრზე არა ვარ.

----------------------------------------------------------------

ვანეთს თვითმფრინავი გადაუფრენს და საკენკს დაუყრიან მოვიშინაუროთო

----------------------------------------------------------------

მიხო ქუჩაში მოისაქმებს რის გამოც მილიციელი 5-თი მანეთით დააჯარიმებს, გაბრაზებული მიხო მილიციელს თვალთვალით უკან გაყვება. მილიციელი შევა სასადილოში გემრიელად შეჩამს საჭმელს და გამოვა. გაბრაზებული მიხო მას წინ გადაუდგება და ეტყვის მე რომ არ მექნა რა უნდა გეჭამაო?.

----------------------------------------------------------------

ოქროს თევზს გაჭირვებული სვანი შეეცოდება და მისცემს პატარკაციშვილის ტელეფონის ნომერს
----------------------------------------------------------------
მთვრალი პარლამენტარი ბრუნდება შინ.
ცოლი: სარკეში ჩაიხედე, რას გევხარ!
- ვა, უკვე სარკეშიც მაჩვენებენ?!
----------------------------------------------------------------
სიძე სიდედრს:
- ძვირფასო! ნუ გადიხარ აივანზე ბანაობის შემდეგ, თორემ, როგორც ყოველთვის, გაცივდები და არ მოკვდები.

----------------------------------------------------------------
ისტორიულად ქართველები ძალიან თავისუფლებისმოყვარენი და ზარმაცები არიან.
მათ ხშირად იტაცებდნენ და ყიდდნენ ტყვეებად. თუმცა ქართველები იქაც არ მუშაობდნენ.


კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 1164 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]