მთავარი » 2010 » სექტემბერი » 7 » ქალის იდეალური ჩაცმულობა მამაკაცების თვალით
15:27
ქალის იდეალური ჩაცმულობა მამაკაცების თვალით



ქალის იდეალური ჩაცმულობა მამაკაცების თვალით
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ქალები ტანსაცმელს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ირჩევენ და ყურადღებას არ აქცევენ, რომ მოდური ტრენდები, როგორც წესი მამაკაცთა მოწონებას არ იმსახურებენ. ამ მოსაზრების შესამოწმებლად ბრიტანული გაზეთის Sunday Life ჟურნალისტებმა სხვადასხვა ასაკის მამაკაცებს დაუსვეს ერთადერთი კითხვა: რა მოწონთ და რა არ მოწონთ მოდაში.
გამოკითხული მამაკაცები გამოტყდნენ, რომ მოწონთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ხაზს უსვამს ქალურ ნაკვთებს, ხაზების ტალღისებურად გადასვლას, აღძრავს ფანტაზიას და წარმოდგენებს.

ფსიქოლოგების აზრით, მამაკაცების სურვილი ქალს ტანზე მომდგარ ტანსაცმელში ხედავდეს, დაკავშირებული არ არის, როგორც ქალები იტყოდნენ "მამაკაცის ტიპიურ ბინძურ სურვილებთან”. ის უფრო მამაკაცის ქვეცნობიერის ევოლუციას გვიჩვენებს.
წლების მანძილზე დასავლეთის კულტურაში იდეალური პროპორციის მქონე ქალები ("ქვიშის საათის” სილუეტი) ითვლებოდა მიმზიდველად. რაც დაკავშირებული იყო წარმოდგენასთან, რომ ასეთი ფიგურის ქალს შეეძლო ბავშვის ტარება და კვება.
განიერი ფუმფულა თეძოები ითვლება ქალური ფერტილობის ნიშნად - ეს აზრი ჩამოყალიბდა ჩვენ ცნობიერებაში ევოლუციის პროცესში, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ წვრილწელიანი ქალები განიერი თეძოებით ითვლებიან ყველაზე სექსუალურებად და მომხიბვლელებად.

ფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომ ეს განსაზღვრავს მამაკაცის შეხედულებას მოდაზე და აყალიბებს მის მის დამოკიდებულებას ქალების მოდასთან. მამაკაცები ხშირად იყენებდნენ სიტყვა "მომდგარი”, მათ ფავორიტი აღმოჩნდა ვიწრო ქვედაკაბები - ”ფანქარი”, ტანზე მომდგარი ჯინსები და კაბები. მომავალ სეზონზე ასეთი სტილი მეტად პოპულარული იქნება, რაც მამაკაცთა სულს მალამოდ დაედება. ზაფხულში გამოჩენილი ტრენდი შემოდგომა–ზამთარში სრულად დამკვიდრდება.

მამაკაცებმა აირჩიეს აგრეთვე წელში გამოყვანილი კაბები და პალტოები ქამრით, ასეთივე კოსტუმები ქვედაბოლოს და შარვალთან კომბინაციაში საქმიანი ტანსაცმლის რეიტინგში ლიდერები გახდნენ.

ყველა გამოკითხული მამაკაცი შეთანხმდა, რომ კლასიკური პატარა შავი კაბა არის წაუგებელი ვარიანტი ნებისმიერ სიტუაციაში. მამაკაცთა აზრით, იდეალურია ფეხსაცმელი "შპილკებზე” და მუხლებამდე ჩექმები.

ქუსლი ქალს ხდის უფრო მოხდენილს და მაღალს., ასევე მნიშვნელოვანია, რომ სიარულს მიმზიდველ დაძაბულობას ანიჭებს, რაც ყურადღებას თეძოებისკენ მიმართავს.

სხვათა შორის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მამაკაცები დიდ ყურადღებას აქცევენ ქალის ფეხსაცმლის ცხვირის ფორმას. უმრავლესობას არ მოწონს არაბუნებრივად წაგრძელებული "შპილკები” ან მომრგვალებული ცხვირი, რომელიც პოპულარულია ამ სეზონზე.
ყოველდღიურ ტანსაცმელში ფავორიტი აღმოჩნდა ვიწრო ჯინსები მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ან ჩექმასთან კომბინაციაში.
უბრალო ჟილეტები ისევე პოპულარულია მამაკაცებში, როგორც ღრმა დეკოლტეიანი ბლუზები და კოფტები. ძლიერი სქესის წარმომადგენლებში დიდ რეაქციას იწვევს უბრეტელო ტოპები, ყელზე შესაკრავი ტოპები და V-ს ფორმის ჭრილის კოფტები. მათ მოკლე ქვედაბოლოებიც მოწონთ, რაც სიახლეს არ წარმოადგენს.

მამაკაცებისთვის კატეგორიულად მიუღებელია გაშვებული ბლუზები და ტუნიკები. მათი აზრით ასეთ ტანსაცმელში იკარგება ქალის სხეულის მოხაზულობა.

ნავისებური დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი და ტყავის "გლადიატორის” სანდლები 6 გამოკითხულიდან მხოლოდ ერთს მოეწონა, თან იმ პირობით, რომ ქალი კოსმეტიკას უხვად არ იყენებს. მამაკაცები კატეგორიულად უარყოფენ ჩაჩაჩულ შარვლებს და ჯინსებს უნისექსის სტილში, მაღალწელიან ჯინსებს, რომლებიც მამაკაცებს ბავშვობას აგონებს. მზისსაწინააღმდეგო სათვალეები განიერ და მასიურ ჩარჩოში მამაკაცებს უხერხულად მიაჩნიათ, შარვალი-კაპრი კი - სულელურად.

გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებით Suanday Life არ მოუწოდებდა ქალებს ჩაეცვათ მამაკაცის გემოვნებით, ისინი უფრო დიზაინერებისთვის და ქალის ტანსაცმლის მწარმოებლებისთვის იყო გათვალისწინებული.
კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 1820 | დაამატა: wiki | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]