მთავარი » 2010 » ნოემბერი » 23 » იცით თუ არა რომ...
08:22
იცით თუ არა რომ...


იცით თუ არა რომ...

1.  იესო ქრისტე და მისი ეპოქის ებრაელები არამეულ ენაზე საუბრობდნენ.
2.  აკვალანგი ჯაკ ივ კუსტომ გამოიგონა.
3.  ამქვეყნად ყველაზე სწრაფად მადლი ძველდება.
4.  პერსპექტივა ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს "ცხადად ვხედავ".
5.  კომპასს ქართულად ყიბლანა ჰქვია.
6.  წყლის საათს კლეპსიდრა ჰქვია.
7.  მკვდარი ზღვა ზღვის დონიდან 400 მეტრიტ დაბლა მდებარეობს.
8.  მამლების ბრძოლას გალიერა ჰქვია.
9.  ფრჩხილების აკვიატებულ კვნეტას ონოქოფაგია ეწოდება.
10. ყურანის ცალკეულ თავს სურა ეწოდება, ხოლო ლოცვას-აიათი.
11. ცირკში პროგრამის წამყვანს შპრეხშტალმაისტერი ჰქვია.
12. ილუზიონისტებს ძველად პრესტიდიჯიტატორებს ეძახდნენ.
13. სასულიერო პირის დაუქორწინებლობის აღთქმას კათოლიციძმში ცელიბატი ეწოდება.
14. ამბობენ ადამიანი ყველაზე ხშირად 3 შემთხვევაში ტყუისო: ბრძოლის შემდეგ, ნადირობის შემდეგ და არჩევნების წინ.
15. ხელოვნურ ენას ესპერანტო ეწოდება.
16. შიზოფრენია ბერძნული სიტყვაა და აზრის გახლეჩას ნიშნავს.
17. წმინდა ნაწილების შესანახ ყუთს რაკა ეწოდება.
18. დაკრიორეა ცრემლების უხვად დენაა.
20. პარფიუმერიას ქართულად ინანთეული ეწოდება.
21. მონეტების შემგროვებლობას ნუმიზმატიკა ჰქვია, მარკებისას-ფილატელია, გრამფირფიტებისა და მაგნიტოფონის ჩანაწერებისას-ფილოფონია, ასანთის კოლოფებისა და ეტიკეტებისას-ფილუმენია.
22. ბერნარდ შოუს ჰკითხეს, როგორ უნდა წერო, რომ ცნობილი მწერალიგახდეო? მან უპასუხა-მარცხნიდან მარჯვნივო.
23. "20 წლამდე თქვენ გაქვთ სახე, რომელიც თქვენ მოგცათ ღმერთმა. 30 წლის შემდეგ-რომელიც თქვენ თვითონ შეიქმენით, ხოლო 50 წლის შემდეგ ისეთი, რომელიც დაიმსახურეთ."-ამბობდა კოკო შანელი.
24. "ყავა ჯოჯოხეთივით ცხელი უნდა იყოს, ტარტაროზივით შავი, ანგელოზივით წმინდა და სიყვარულივით ტკბილი."-ამბობდა ტალეირანი.
25. ინდოელი მოგოლი შაჰის, ჯაჰანის მეუღლე მეთოთხმეტე შვილის მშობიარობას გადაჰყვა. დამწუხრებულმა შაჰმა გარდაცვლილ მეუღლეს უდიდესი სიყვარულის ნიშნად უმშვენიერესი ტაძარი ტაჯ-მაჰალი აუგო.

კატეგორია: იცით თუ არა რომ? | ნანახია: 935 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]