მთავარი » 2010 ნოემბერი 14 » ის რაც ბავშვობაში ყველას გვგონებია
12:35 ის რაც ბავშვობაში ყველას გვგონებია | |
ერთად გავიხსენოთ ბავშვობა და ვიხალისოთ
- ბავშვობაში მეგონა , რომ სადმე კურკას თუ გადავაგდებდი ხე ამოვიდოდა. - ბავშვობაში მეგონა , რომ საწოლის ქვეშ ბოროტი ძია იმალებოდა და დაბნელებას ელოდებოდა , რომ ფეხში ხელი წაევლო და სადმე წავეთრიე. - მეგონა , რომ მარშუტკაში რომ ვიჯექი , მარშუტკა ერთ ადგილას იდგა და გზა მიდიოდა. - მეგონა , რომ მასწავლებლები და საერთოდ დიდები საჭირო ოთახში არ დადიოდნენ. - მეგონა , რომ ტელევიზორში ადამიანები მართლა იჯდნენ. - მეგონა , რომ ტანსაცმელი პატარავდებოდა. - მეგონა , რომ ფილმებში ადამიანები მართლა იხოცებოდნენ. - მეგონა , რომ გზის შუაში თეთრი ხაზი იმისთვის იყო გავლებული , რომ მძღოლებს გზა არ არეოდათ ან გზიდან არ გადაეხვიათ. - მეგონა, რომ როცა რამეს ვფიქრობდი ყველას ესმოდა. - მეგონა , რომ გვირაბში რომ შედიოდა მანქანა ღამდებოდა და თვალებს ვხუჭავდი ჩემი ჭკუით ვიძინებდი - მეგონა , " რომ ჭია ჭია მაპოვნინე მე შენ დედას გაპივნინებ " -ს თუ ვიტყოდი ყველაფერს მაპოვნინებდა.. - მეგონა ,რომ "იუდას ქალი" მართლა არსებობდა და შიშით მარტო ღამე კი არა დღეც ვერ გავდიოდი გარეთ და სახლში მარტო ვერ ვრჩებოდი. ეხლა კი თქვენ გისმენთ | |
|
სულ კომენტარები: 0 | |