მთავარი » 2010 » ნოემბერი » 12 » ირაკლი გაფრინდაშვილის ლექსი...
14:25
ირაკლი გაფრინდაშვილის ლექსი...


უსაყვარლესი ლექსი, რომელსაც ყველა მომავალ დედიკოს ვუძღვნი...

ორსულობა - ხილული სასწაული


შენს ერთ სხეულში ორი გული ცემს...
ტრიალ მინდორშიც კექსის სუნი გცემს...
გულს რა გიჩუყებს ხშირად არც იცი -
გულაღმა წევხარ , იღლები ვიცი...

ძაღლი ყეფს , მუცელს ბალიშს აფარებ,
ცალ ხელს საბნის ქვეშ ჩემსკენ აპარებ...
მერე მაღვიძებ , ალბათ მოგშივდა -
შენ თავს იმართლებ "იმას მოშივდა"...

ჩემი პერანგიც აღარ გეტევა,
ხელის გულზე ვგრძნობ მის შემოტევას...
ერთი კვირაც და... ივლისის ბოლოს -
მკერდზე დავიწვენ ცისთვალა გოგოს...



კატეგორია: ლექსები | ნანახია: 940 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]