გულისძახილი
მოვიდა ზამთარი, მოვიდა თოვლი,
გაყინა წყალი, გაყინა გული,
საათი წუთს ითვლის, გული კი წამებს,
სწორედ იქიდან ბოლოს რომ გნახე.
გათეთრდა ხეები, გათეთრდა სული,
აჩქარდა ქარი, აჩქარდა გული,
რომ გავიხსენე მე შენი სახე,
მზეს რომ ჯობია თავის ბრწყინვითა.
გაქრა ზამთარი, გაქრა სიცივე,
გადნა თოვლი და გამიდნა გული,
რომ დაგინახე შენ მოსეირნე,
ჩემი სახლის წინ გაშლილი თმებით.
ლალის ტუჩები, თაფლის თვალები,
გიშრის თმები და ბროლის კბილები,
ამაყი სული, ნატიფი სახე,
მოდის ღვთაება, დაუთმეთ გზა!
ავიღე ვარდი, მოვედი შენთან,
გკითხე–"როგორ ხარ" და ჩაგეხუტე,
შენ კი დახარე თაფლის თვალები,
და შენც მომხვიე ნაზად ხელები.
ვოცნებობ მუდამ შენს გვერდით ვიყო,
რომ არ შეგეხოს ნიავი ცივი,
რომ ჩაგეხუტო, გაკოცო ნაზად,
მოგითხრო შენ ჩემი გულის ძახილი!