16:05 ღმერთო მაპატიე... | |
ღმერთო მაპატიე თუ რამე შევცოდე და ვაბრალებდი სხვას... თუ სიამაყისგან დაბრმავებულმა გული გავუცრუე სხვას, ან უმეცრებისგან ჭკუა არეულმა მცდარი შევასწავლე გზა, ან იქნებ დარდისგან, გრძნობა ამღვრეულმა ბოღმით არ ვაჩვენე ხსნა.. ღმერთო მაპატიე ყოველი შეცდომა რადგან ამბნევია გზა, ჩემი ხსნა და შველა მხოლოდ ამ ლექსშია სიტყვად გადმოსული ხმა... ღმერთო მაპატიე.. ზენავ მომიტევე .. იქნებ... ამაშია ხსნა...! მუდამ განვკიცხავდი მტერსა და მოყვარეს სად მოვუყვანივარ ღვარძლს... ჩემმა სიბრმავემ და ჩემმა სიამაყემ ღმერთო დამავიწყა ცაც...! ღმერთო მაპატიე... მეც ბევრი შეგცოდე თუმცა გავკიცხავდი სხვას, ესეც მაპატიე ბოლო სიტყვები რომ ბოლო აღსარებას ჰგავს... ეს ჩემი დარდი და ეს ჩემი ვარამი , მხოლოდ ამ სიტყვებში ჩანს... ღმერთო მომიტევე ყოველი შეცდომა ღმერთო გამინათე გზა..! მუხლზე დავეცემი მხურვალედ ვილოცებ, თუკი ამაშია ხსნა..! ოღონდ ნუ გამწირავ, ოღონდ ნუ დამტოვებ, ჩემს თავს ნუ დაუთმობ დარდს...! და თუ აკვირდები შენდამი ვდრებით როგორ გამბზარვია ხმაც, თვალიც ვეღარ ტირის, ცრემლი დაშრობია, შენს ხატს ვერ მოუბანს თმას... ღმერთო გადმომხედე... მუხლზე დაცემული, როგორ გევედრები ხსნას...! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |