მთავარი » 2011 აგვისტო 25 » გერმანიაში 1 კუბ.მმ ზომის მიკროკამერა გამოიგონეს
10:33 გერმანიაში 1 კუბ.მმ ზომის მიკროკამერა გამოიგონეს | |
სამედიცინო პრაქტიკაში ერთჯერადი ხელთათმანების, ინსტრუმენტებისა და მასალების გამოყენების პრაქტიკა უკვე აღარავის ანცვიფრებს, მაგრამ ერთჯერადი მინიატურული კამერა-ზონდის გამოჩენამ მედიცინა ახალ დონეზე შეიძლება აიყვანოს. მიკროსკოპული კამერა ბერლინში მდებარე ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის მკვლევარებისა და კომპანიის Awaiba GmbH ერთობლივი მუშაობის შედეგია იენში არსებული გამოყენებითი ოპტიკისა და ზუსტი მექანიკის ინსტიტუტის მხარდაჭერით. ციფრული კამერა ორი კომპონენტისგან შედგება: ობიექტივი და მრიცხველი, რომელიც გამოსახულებას ელექტრულ სიგნალებად გარდაქმნის. გამოსახულების მრიცხველის ფენის ფართობი სულ რაღაც 1 მილიმეტრია. ამ ფენის ზემოთ დაყენებულია ობიექტივი, ხოლო კამერის საერთო ზომა 1 კუბ.მმ-ია. ეს ყველაზე მინიატურული კამერაა მათ შორის, რომლებიც აქამდე იყო გამოგონებული, და მისი ზომა მარილის მარცვალს არ აღემატება. რაც შეეხება ღირებულებას, შემქმნელების განცხადებით, მსგავსი ტიპის კამერების დამზადება ძალიან იაფია წარმოების ახალი ტიპის წყალობით, ასე, რომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი ერთჯერადი იქნება. მედიცინის გარდა, მიკროკამერებით საავტომობილო წარმოების წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ. ვარაუდობენ, რომ ავტომობილებში გვერდითა უკანა ხედვის სარკეების მიკროკამერებით შეცვლისას ჰაერის წინაღობა შემცირდება და შესაბამისად, ენერგიის დანახარჯიც. ამას გარდა, სალონში დაყენებული მიკროკამერა მძღოლის თვალების მოძრაობის განსაზღვრას შესძლებს და რამოდენიმე წამის განმავლობაში დაძინებაში შეუშლის ხელს. მინიატურული კამერების მასიური წარმოება უკვე მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |