მთავარი » 2010 ნოემბერი 21 » გენიოსთა უცნაურობები
10:19 გენიოსთა უცნაურობები | |
მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ,რომ თითქმის ყველა გენიოსს აქვს უცნაურობა,რა შეიძლება იყოს ეს,თუ არა აუტიზმი,რომლის ერთი სიმპტომი შესანიშნავად ითამაშა დასტინ ჰოფამანმა ფილმში ”წვიმის კაცი”. * შილერს არ შეეძლო რაიმეს შექმნა,თუ მაგიდაზე დამპალი ვაშლი არ ედო. * ვაგნერი მუსიკალური ნაწარმოების დროს სკამებზე და სხვა ავეჯზე აბრეშუმის ნაჭრებს აფენდა, * შარლოტა ბრონტე რომანის წერას თავს ანებებდა ხოლმე და კარტოფილის გასაფცქვნელად მიდიოდა. * ანტი მატისს დახატვამდე ყოველთვის უჩნდებოდა ვინმეს დახრჩობის სურვილი. * ინგლისელი მწერალი რიჩარდ ჰიუტონი ლიტერატული ნაშრომის შექმნაის დროს დანით თამაშობდა.მის ნაწარმოებებს შეეწირა რამდენიმე მაგიდა,სავარძელი,ცოლის კაბები. * ედგარ პოს შეეძლო,საათობით მჯდარიყო მაგიდასთან და ეცქირა ცარიელი ფურცლისთვის.ასევე იქცეოდა მარის მატერლინკი. * ჯორკ სანდი რომანს დღეში 11 საათი წერდა.თუ ერთ რომანს ათ საათში და ოცდაათ წუთში დაამთავრებდა,იწყებდა ახლის წერას,რომლის დაწერასაც 30 წუთში ასწრებდა. * ფრანგ მწერალ ლაფონტეს საათობით შეეძლო ქუჩაში ხეტიალი ისე,რომ გამვლელებისთვის არ შეეხედა.გამვლელები კი გაოცებულები იყვნენ მწერლის ქცევით,რომელიც ფეხებს აბაკუნებდა,საოცარ მიმიკებს იღებდა და ხანდახან რაღაცეებს ყვიროდა. * დიუმა (მამა) მხოლოდ კვადრატულ ფურცლებზე წერდა.თუ ასეთი ფურცელი გაუთავდებოდა,წერას წყვეტდა.მისი შვილი კი საწერად არ დაჯდებოდა,თუ ხუთჯერ არ შეჭამდა. * შუბერტი სანამ რაიმეს შექმნიდა,სავარცხელზე უკრავდა. * იოჰან ბრამსი მუზის მოსაყვანად ფეხსაცმელებს აპრიალებდა. * იოჰან გეტე ჰერმეტულად დაცულ ოთახში მუშაობდა,რომელშიც არსაიდან არ შედიოდა ჰაერი * ცნობილი ფაქტია:ნიუტონმა კვერცხი მოხარშვა მოინდომა,აიღო საათი,გაასწორა და რამდენიმე წუთის შემდეგ აღმოაჩინა,რომ ცხელ წყალში საათს ხარშავდა.როცა რაიმე ნაშრომს წერდა,მეცნიერს ავიწყდებოდა ჩაცმა და ჭამა. * ალბერტ აინშტაინმა თავის მეგობარს უთხრა:”მობრძანდით ჩემთან დღეს საღამოს,პროფესორი სტიმსონიც იქნება”.”კი მაგრამ,მე ვარ სტიმსონი”,-გაოგნდა მეგობარი.”ამას არ არქვს მნიშვნელობა,მაინც მობრძანდით”,-ასეთი იყო აინშტაინის პასუხი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |