მთავარი » 2010 » სექტემბერი » 29 » გენიოსთა უცნაურობები
00:05
გენიოსთა უცნაურობები


რამდენიმე უცნაურობა, რომელიც გენიოსებს ახასიათებდათ
* შილერს არ შეეძლო რაიმეს შექმნა,თუ მაგიდაზე დამპალი ვაშლი არ ედო.
* ვაგნერი მუსიკალური ნაწარმოების დროს სკამებზე და სხვა ავეჯზე აბრეშუმის ნაჭრებს აფენდა,
* შარლოტა ბრონტე რომანის წერას თავს ანებებდა ხოლმე და კარტოფილის გასაფცქვნელად მიდიოდა.
* ანტი მატისს დახატვამდე ყოველთვის უჩნდებოდა ვინმეს დახრჩობის სურვილი.
* ინგლისელი მწერალი რიჩარდ ჰიუტონი ლიტერატურული ნაშრომის შექმნის დროს დანით თამაშობდა. მის ნაწარმოებებს შეეწირა რამდენიმე მაგიდა, სავარძელი, ცოლის კაბები.
* ედგარ პოს შეეძლო, საათობით მჯდარიყო მაგიდასთან და ეცქირა ცარიელი ფურცლისთვის. ასევე იქცეოდა მარის მატერლინკი.
* ჯორკ სანდი რომანს დღეში 11 საათი წერდა.თუ ერთ რომანს ათ საათში და ოცდაათ წუთში დაამთავრებდა, იწყებდა ახლის წერას, რომლის დაწერასაც 30 წუთში ასწრებდა.
* ფრანგ მწერალ ლაფონტეს საათობით შეეძლო ქუჩაში ხეტიალი ისე,რომ გამვლელებისთვის არ შეეხედა.გამვლელები კი გაოცებულები იყვნენ მწერლის ქცევით, რომელიც ფეხებს აბაკუნებდა, საოცარ მიმიკებს იღებდა და ხანდახან რაღაცეებს ყვიროდა.
* დიუმა (მამა) მხოლოდ კვადრატულ ფურცლებზე წერდა.თუ ასეთი ფურცელი გაუთავდებოდა,წერას წყვეტდა. მისი შვილი კი საწერად არ დაჯდებოდა, თუ ხუთჯერ არ შეჭამდა.
* შუბერტი სანამ რაიმეს შექმნიდა, სავარცხელზე უკრავდა.
* იოჰან ბრამსი მუზის მოსაყვანად ფეხსაცმელებს აპრიალებდა.
* იოჰან გეტე ჰერმეტულად დაცულ ოთახში მუშაობდა, რომელშიც არსაიდან არ შედიოდა ჰაერი
* ცნობილი ფაქტია: ნიუტონმა კვერცხის მოხარშვა მოინდომა, აიღო საათი, გაასწორა და რამდენიმე წუთის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ცხელ წყალში საათს ხარშავდა. როცა რაიმე ნაშრომს წერდა, მეცნიერს ავიწყდებოდა ჩაცმა და ჭამა.
* ალბერტ აინშტაინმა თავის მეგობარს უთხრა:"მობრძანდით ჩემთან დღეს საღამოს, პროფესორი სტიმსონიც იქნება". "კი მაგრამ, მე ვარ სტიმსონი", -გაოგნდა მეგობარი."ამას არ არქვს მნიშვნელობა, მაინც მობრძანდით",-ასეთი იყო აინშტაინის პასუხი.
კატეგორია: სასაცილო | ნანახია: 758 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]