მთავარი » 2010 » ნოემბერი » 23 » გაუჩინარებული ადამიანები და კუნძული,საიდანაც ვერავინ ბრუნდება
12:04 გაუჩინარებული ადამიანები და კუნძული,საიდანაც ვერავინ ბრუნდება | |
კენიაში,რუდოლფის ტბაში მდებარეობს კუნძული ენვაიტენეტი,რომელიც დაწყევლილ ადგილად მიიჩნევა,რადგანაც იქიდან დაბრუნებული ადამიანი ჯერ არავის უნახავს.1935 წელს კუნძულის გამოსაკვლევად ინგლისელი მეცნიერებირ ეწვივნენ და უკან არც ისინი დაბრუნებულან. დაკარგული მკვლევარების მარტინ შეფლისა და ბილ დაისონის საძებნელად ვივიანა ფუში გაემგზავრა,მაგრამ მათ კვალს ვერსად მიაგნო.კუნძულს ვერტმფრენითაც შემოუფრინეს,მაგრამ მიტოვებული სიფლის გარდა.ვერაფერი ვერ იპოვეს.კენიელებმა ფუშს უამბეს,რომ ოდესღაც,ამ კუნძულზე ცხოვრობდნენ ადამიანები,რომლებიც თავს თევზაობით ირჩენდნენ,მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი უგვზოუკვლოდ გაქრნენ.მეცნიერების აზრით,ენვაიტენეტის გარდა დედამიწაზე უამრავი ანომალიური ადგილია. ამერიკულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა თვითმხილველების მონაყოლი გამოაქვეყნა.მათი თქმით ,1960 წლის 30 ივლისს პიკტონში დღისით,ნათესავების თვალ წინ 13 წლის ბიჭი გაუჩინარდა და ის რამდენიმე დღის შემდეგ,იმავე ადგილზე გამოჩნდა.მართალია,მას იგივე ტანსაცმელი ეცვა,რაც გაუჩინარების დღეს,მაგრამ რაღაცნაირად,დაბერებულად გამოიყურებოდა. 1982 წელს 19 წლის ფრანკ ფრონტენი ორ მეგობართან ერთად, ქალაქგარეთ გამგზავრებას აპირებდა. ბიჭის მეგობრებმა შეამჩნიეს, რომ ფრანკის ავტომობილს ზეციდან მოელვარე სფერო უახლოვდებოდა. მოულოდნელად, ფრანკი გაუჩინარდა, ხოლო მანქანა შუაზე გადაიხსნა. ბიჭის ძიებაში საფრანგეთის პოლიციაც ჩაერთო, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს. რამდენიმე დღის შემდეგ ფრანკი ერთ-ერთ მეგობარს შინ მიადგა. დაბნეული ჩანდა და ვერ იხსენებდა, სად გააჩერა ავტომობილი. ჰიპნოზის ზემოქმედების შედეგად ბიჭმა აღიარა: "სფეროს მოახლოების შემდეგ, უჩვეულო ლაბორატორიაში აღმოვჩნდი. გადამცემებით რაღაც აპარატებზე ვიყავი მიერთებული და ოთახში უამრავი მანათობელი სფერო მოძრაობდა”. ცნობილმა ასტრონომმა, ალან ჰაინეკმა გამოსცა წიგნი: "გაუჩინარებულები და მოტაცებულები”, სადაც ის ადამიანების "მესამე სამყაროსთან” კონტაქტს აღწერს. წიგნში აღწერილია ბეტი და ბერნი ჰილის ამბავი. 1961 წლის სექტემბერში ცოლ-ქმარი შინ ბრუნდებოდა. მათ ორი მოციმციმე სფერო შენიშნეს, შემდეგ გონება დაკარგეს და ორი დღის შემდეგ იმავე ადგილზე აღმოჩნდნენ, საიდანაც გაუჩინარდნენ. მოგვიანებით გაიხსენეს, რომ უჩვეულო ხომალდზე იმყოფებოდნენ, სადაც "არამიწიერი არსებები” სხივებითა და საცეცებით მათზე ცდებს ატარებდნენ. გამქრალი ადამიანების ამბები შეიძლება, ხუმრობად ან ჰალუცინაციად მიიჩნიოთ, მაგრამ როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ ყველა გაუჩინარებული, ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშ, თითქმის ერთსა და იმავე ამბავს ჰყვება, თანაც, სიცრუის დეტექტორი ტყუილს ვერ აფიქსირებს. წყარო: ჟურნალი გზა | |
კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 753 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |
მინი ჩათი
ტოპ ავტორები
სიახლე: რეპუტაცია: პოსტები: კომენტარი: | 2368 104 24 380 |
სიახლე: რეპუტაცია: პოსტები: კომენტარი: | 43 64 0 12 |
სიახლე: რეპუტაცია: პოსტები: კომენტარი: | 30 63 1 40 |
სიახლე: რეპუტაცია: პოსტები: კომენტარი: | 15 45 0 5 |
სიახლე: რეპუტაცია: პოსტები: კომენტარი: | 13 48 0 10 |
სიახლე: რეპუტაცია: პოსტები: კომენტარი: | 8 0 1 61 |
სიახლე: რეპუტაცია: პოსტები: კომენტარი: | 6 0 0 4 |
სიახლე: რეპუტაცია: პოსტები: კომენტარი: | 6 0 0 1 |
სიახლე: რეპუტაცია: პოსტები: კომენტარი: | 5 0 0 22 |
სიახლე: რეპუტაცია: პოსტები: კომენტარი: | 5 0 0 1 |
ჩანაწერების არქივი