მთავარი » 2010 » სექტემბერი » 8 » გამოცანები
00:33
გამოცანები


1) მეტალებისა და მათი შენადნობებისგან დამზადებული საგნები ხმარებისას ყოველთვის ეხება ჰაერს ან წყალს ან სხვა ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებს. ასეთი კონტაქტის დროს ხდება ქიმიური ურთიერთქმედება რის შედეგადაც ნაკეთობა ზიანდება. მრეწველობაში ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად იყენებენ ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებენ არასასურველ ქიმიურ რეაქციათა სიჩქარეს. რა ეწოდება ასეთ ნითიერებას? 

2) პერიოდული სისტემის შედგენას წინ უსწრებდა მრავალი მეცნიერის მცდელობა, რომ ქიმიური ელემენტები დაელაგებინათ გარკვეული კანონზომიერებით. მსგავსი თვისებების მქონე ქიმიური ელემენტების ტრიადები შეადგინა ერთმა მეცნიერმა. ვინ იყო ის მეცნიერი?

3) ამ ცხოველს ბრემმა ცხოველის კარიკატურა უწოდა, ხოლო ბუბონმა – ბუნების უდიდესი შეცდომა. იგი ტოტზე თავით ქვემოთ კიდია, და მწვანე ბეწვი აქვს. რომელია ეს ცხოველი?

4) გამოჩენილმა რუსმა მეცნიერმა ა. კოვალენსკიმ პირველმა შეისწავლა ამ ცხოველის განვითარება და დაადგინა, რომ იგი გარდამავალი რგოლია უხერხემლო და ხერხემლიან ცხოველთა შორის. რომელია?

 5) მან თავის ერთგულ ადამიანებს ასე მიმართა: ჩემი სიკვდილით ნუ მოიშლებით და მტრის განადგურებამდე ნურც ჩემი სიკვდილის ამბავს გაამხელთ. ხოლო რა ყიზილბაშნი გალახოთ და გააქციოთ, მას უკან მცხეთას წამასვენეთ და იქურ მიწას მიმაბარეთ. ჩემ გლოვა–ტირილს დაეხსენით და ქვეყნის შენახვა–გადარჩენაზე იზრუნეთო. ვის ეკუთვნის ეს სიტყვები?
კატეგორია: გამოცანები | ნანახია: 748 | დაამატა: cotne | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]