მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 21 » გამოცანა
17:20
გამოცანა

მეტროს ერთ ვაგონში არის X მგზავრი, აქედან ერთს ან რამდენიმეს შუბლი აქვთ გამურული (ისე, რომ თვითონ ეს არ იციან.) მგზავრები ისე ზიან, რომ ყველა ერთმანეთს ხედავს. ყველა მგზავრს შეუძლია ლოგიკური აზროვნება. პირობა ასეთია-

1-გამურული მგზავრები ვალდებულნი არიან ჩავიდნენ ვაგონიდან პირველივე გაჩერებაზე იმის შემდეგ, რაც მიხვდებიან, რომ გამურულები არიან.

2-არავის არ აქვს ვაგონიდან გასვლის უფლება, სანამ ყველა გამურული არ გავა. ე.ი. ყველა მგზავრი ფიქრობს გამურულია თუ არა, როგორც კი მიხვდება, რომ გამურულია, პირველივე გაჩერებაზე უნდა ჩავიდეს. მე-9 გაჩერების მერე ვაგონში გამურული არავინ აღარ დარჩა.

შეკითხვა - რამდენი მგზავრი იყო გამურული და რომელ გაჩერებაზე რამდენი ჩავიდა.


P.S. გამოცანა ლოგიკურია-სარკეში ჩახედვა, ერთმანეთში ლაპარაკი, შუბლზე ხელის მოსმა და ა.შ. არ მოსულა.

კატეგორია: გამოცანები | ნანახია: 674 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]