მთავარი » 2010 ნოემბერი 8 » ეს გოგონებისთვის
18:05 ეს გოგონებისთვის | |
მოგწყინდა ის ბიჭი და არ იცი, როგორ მოიშორო? 5 რჩევას მოგცემთ ამისთვის. იმ გოგონებმა კი, რომლებსაც შეყვარებულები ჰყავთ და არ უნდა მათი დაკარგვა, გაითვალისწინონ ეს რჩევები, ოღონდ იმ კუთხით, რომ არასდროს არ ელაპარაკონ თავიანთ რჩეულებს ამ თემაზე. მაშ ასე, 5 ეტაპი... 1. გიყვარვარ? შეაწუხე ამ კითხვით. ყოველ შეხვედრაზე ნუ მოაკლებ ისეთ შეკითხვებს, როგორებიცაა: მაინც როდის შეგიყვარდი? ძალიან გიყვარვარ? ასე ხომ არავინ გყვარებია და ასე შემდეგ. ასეთი კითხვები ნელ-ნელა, მაგრამ ძალიან მოქმედებს მათ ფსიქიკაზე და მოთმინებიდან გამოჰყავს. ერთ მშვენიერ დღეს კი ბომბი გასკდება. 2. რაზე ფიქრობ ახლა? ეს უაზრო შეკითხვაა და სწორედ ამიტომ არის ძალიან გამაღიზიანებელი. განსაკუთრებით მაშინ, თუ მას უამრავი პრობლემა აქვს, რაც შენ არ გეხება. ის იძულებულია, გიპასუხოს შეკითხვაზე და ხშირად მოგატყუოს, რაც დროთა განმავლობაში აუტანელი ხდება მისთვის. მალე მოლანდებები დაეწყება, რომ მუდმივად მის ფიქრებში და ცხოვრებაში იქექები. 3. როცა დავქორწინდებით, ხომ ბევრ შვილებს გავანჩენთ? თუ გინდა, რომ მასში პაემნის მთელი რომანტიკა ჩაკლა, მაშინ ეს კითხვა რაც შეიძლება ხშირად დაუსვი. ყველა ბიჭს ქვეცნობიერი შიში აქვს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების, ოჯახი და ბავშვები კი უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. 4. შეამჩნიე,ფრჩხილის რა ლამაზი ლაქი ვიყიდე? პარფიუმერიაზე და კოსმეტიკაზე მუდმივი ლაპარაკი პირდაპირ მის ნერვულ სისეტამას ურტყამს. რომანტიკულ პაემანზე ელაპარაკე თვალის ჩრდილებზე, ტუჩების დასაბერ საცხზე, მანიკურსა და პედიკიურზე. შემდეგ გადადი მათი მოხმარების პროცედურებზე და დააგვირგვინე იმით, თუ რა ძვირი ჯდება ყველაფერი და რომ მათ გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოგიდგენია. 5. ისეთი მოუხერხებელი ვარ... (ულამაზო, გამხდარი...) როცა ბიჭს ასეთი ფრაზა ესმის, იგი ხვდება, რომ დაბალი თვითშეფასება გაქვს. გოგონა კი, რომელიც საკუთარი თავს არ აფასებს, ბიჭის თვალშიც კარგავს ფასს. მოკლედ. თუ ამ ბიჭის საბოლოოდ დაკარგვა გინდა, ხშირად შეახსენე შენი უარყოფითი თვისებები და გარეგნული ნაკლი. P.S თუ შეყვარებული შენარჩუნება გინდათ, არასდროს არ უთხრათ მათ ის, რაც ზემოთ წაიკითხეთ. | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
|