მთავარი » 2011 იანვარი 2 » did you know?????
11:01 did you know????? | |
1. ცელის ერთი მოსმით მოთიბულ ბალახს ნაფთევი ჰქვი 2. პუდელის ჯიშის ძაღლებს ძველად იხვებზე სანადიროდ იყენებდნენ 3. ჟაკლინ კენედის ქალიშვილობის გვარი არის ბუვიე 4. ფრანგ ჟანდარმებს მეტსახელად პინგვინებს ეძახიან 5. ჰოლივუდის ვარსკვლავმა კეტრინ ჰეპბერნმა კარიერაში (Katherine Hepburn; 1907-2003) 4 ოსკარი მოიპოვა, აქედან სამი 60 წელს გადაცილებულმა 6. არქიტექტორთა დაგეგმარებით ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიას, რომელიც ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში მდებარეობს, თვითმფრინავის ფორმა აქვს 7. ქართულად წერა–კითხვა ილია ჭავჭავაძეს სოფლის დიაკვანმა ასწავლა 8. ბიბლიური პერსონაჟები წვერს მხოლოდ გლოვის ნიშნად იპარსავდნენ 9. აბჯრის ქვეშ ჩასაცმელ დაბამბულ პერანგს ხიფთანი ჰქვია 10. თამაშს, რომლის დროსაც წინასწარ მოცემულ რითმებზე ლექსებს წერენ და ასე ეჯიბრებიან ერთმანეთს, ბურიმე ეწოდება 11. ბრიტანელი მოსამართლეებისათვის პარიკებს დღესაც ცხენის ძუისგან ამზადებენ 12. XIX საუკუნეში ჰომოსექსუალისტებს მწვანეებს ეძახდნენ | |
|
სულ კომენტარები: 0 | |