მთავარი » 2010 » აგვისტო » 12 » ბრძნული გამონათქვამები
16:58
ბრძნული გამონათქვამები


"განა ყველა რაც ხმელია,
კაცთაგან საწუნარია?
ზოგჯერ ათასთა ცოცხალთა,
ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია"

ვაჟა-ფშაველა 

"ადამიანი ადამიანობის ადამიანობით ადამიანობს..."
გოეთე

"მე მიყვარხარ, არა იმისთვის თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმისთვის, ვინ ვარ მე, როდესაც შენთან ვარ"
გაბრიელ გარსია მარკესი.

ხშირად ადამიანი მარტოობისას გაცილებით ნაკლებად მარტოსულია
ბაირონი

ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე
გახსოვდეს რომ შენ პატარა დაიბადე...
 

სიცოცხლე იმით კი არ იზომება, რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმით რამდენჯერ შეგეკვრება სუნთქვა...

სიყვარული ხიზილალაა და ა საქორწინო ტორტი, ხენდრო და ტკბილი კრემი. სიყვარული შამპანურია. მეგობრობა კი - ახალგამომცხვარი პური, ახალგადღვებილი კარაქი, გლეხური ყველი და ორისთვის შემოდგმული ჩაიდანი.
რათქმაუნდა ჯობს ორივე გქონდეს მაგრამ მეგობრობას უფრო ჩაატან გემოს

პემ ბრაუნი

ადამიანი შეიძლება გაანადგურო, მაგრამ ვერ აჯობო.
ერნესტ ჰემინგუეი


წმინდა მამათა გამონათქვამები
1. მთვარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს - მარადიული სიყვარულის დღესასწაული.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

2. და და მეგობარი მარხვისა არის ლოცვა

/სულიერი მდელო/

3. "რა გავაკეთო, რომ უფალს ვაამოთ? - ჰკითხეს წმინდა ანტონი დიდს. მან უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის თვალწინ გყავდეს მამაზეციერი; რა საქმითაც არ უნდა დაკავდე, ნახე, იწონებს თუ არა ამას წმიდა წერილი."

4. "თუ გსურს,მწუხარების გარეშე იცხოვრო, ეცადე, უფალს აამო."

ამბა ევაგრე

5. "იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა - ღვთის ნებისამებრ ცხოვრება."

6. "ურწმუნოება - ცრურწმენის ტყუპისცალია"

7. "რელიგია დედის წიაღია, საიდანაც გამოვიდა კაცობრიობის მთელი სულიერი ცხოვრება; კაცთა მოდგმის მთელი მაღალი კულტურა რელიგიის შვილია."

8. "როგორც ქარწაღებული ხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისაგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა."

9. "მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს"

10. "ღმერთი წრეა, რომლის ცენტრიც ყველგანაა, გარესაზღვარი კი - არსად."

წმიდა იოანე დამასკელი

ნანახია: 1548 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]