მთავარი » 2010 ოქტომბერი 21 » Bob Marley-ს ფანებო წაიკითხეთ (ბიოგრაფია)
15:36 Bob Marley-ს ფანებო წაიკითხეთ (ბიოგრაფია) | |
ბობ მარლი (სრული სახელი და გვარი რობერტ ნესტა მარლი ) დაიბადა 6 თებერვალს, 1945 წელს, იამაიკაში(გაირდაიცვალა 11 მაისს, 1981 წელს, მაიამიში) — იამაიკელი მუსიკოს-გიტარისტი და კომპოზიტორი.მუსიკალური მიმდინარეობის რეგის ერთ-ერთი დამაარსებელი და მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. 1970-იან წლებში ჯგუფ „The Wailers"-თან ერთად გაითქვა სახელი. მისი სიმღერები ხშირად ატარებდა სოციალურ და პოლიტიკურ ხასიათს.ბობ მარლი, მარტინ ლუთერ კინგთან და ნელსონ მანდელასთან ერთად, ითვლება ცნობილ მებრძოლად შავკანიანების დაჩაგვრის წინააღმდეგ.. ბობ მარლი დაიბადა სოფელ ნაინ-მაილსში, იამაიკა. მისი მამა, ნორვალ მარლი, წარმოშობით დიდი ბრიტანეთიდან იყო და მსახურობდა ბრიტანეთის სამხედრო ძალებში. შემდეგ გადმოვიდა იამაიკაში პლანტაციის მეთვალყურედ სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე, თვრამეტი წლის სედენა ბუკერი. ბობის დაბადების შემდეგ ნორვალს ძველმა ოჯახმა ცოლ-შვილი მიატოვებინა, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა მათ დახმარებას. 50-იანი წლების მიწურულს მარლი, ისევე როგორ სხვა იამაიკელი ახალგზარდები, დედაქალაქში-კინგსტონში ჩავიდა, სადაც დასახლდა ღარიბ რაიონ-ტრენჩტაუნში. იქ მან გაიცნო ნევილ ლივენგსტონი და ბანი. მალე გადადგა პიველი ნაბიჯები მუსიკაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მარლიმ მუშაობა დაიწყო შემდუღებლად (”სვარჩიკად”), თავისუფალ დროს კი მუსიკის შესწავლას ანდომებდა. ამაში მას დახმარების ხელი გაუწოდა ცნობილმა იამაიკელმა მუსიკოსმა ჯო ჰიგსმა, რომელიც მას და ბონის უფასო ვოკალის გაკვეთილებს უტარებდა. ცოტა ხანში შედგა ნაცნობობა პიტერ მაკინტოშტან, რომელიც მომავალში, როგორც პიტერ გახდა ცნობილი. 16 წლის ბობ მარლის დებიუტი შედგა სიმღერით "Judge Not”, რომელიც ჯო ჰიგსთან ერთად დაწერა. 1963 წელს ჰიგსი დაეხმარა ვოკალური ჯგუფის-The Wailers შექმნაში, რომელშიც შედიოდნენ: პიტერ ტოში, ბანი ლივენგსტონი, ჯუნიორ ბრეიტუეტი, ჩერი გრინი და ბევერლი კელსო. ჯგუფის პიველივე სიმღერა "Simmer Down” (1964) იამაიკის ჰიტ-პარადის თავში მოხვდა და 80 ათას ეგზემპლარად გაიყიდა. 1965 წელს The Wailers ტრიოდ გადაკეთდა. სიმღერების პოპულარობის მიუხედავად 1966 წელს დაიშალა. რაღაც დროის განმავლობაში ბობ მარლი მუშაობდა მანქანათმშენებლობის ქარხანაში, აშშ-ში, სადაც საცხოვრებლად გადავიდა დედამისი. მალე ის დაბრუნდა იამაიკაში და გააცოცხლა ჯგუფი The Wailers. ჯგუფი უკრავდა სხვადასხვა ჟანრებში- სკა, კალიფსო, ფუიჯი. მიუხედავად ამისა მათი პოპულარობა იამაიკის საზღვრებს არ ცდებოდა. 1971 წელს მუსიკოსებმა ჩამოაყალივეს ხმისჩამწერი სტუდია "Tuff Gong”, მაგრამ ამ წამოწყებას წარმატება არ მოყოლია. 1971 წელს ბობ მარლიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს ამერიკელ მომღერალ ჯონი ნეშთან და დაუწერა ორი სიმღერა, რომელბიც ჰიტებად იქცა:”Guava Jelly” და "Stir It Up”. 1972 წელს The Wailers-მა როგორც იქნა მიიღო კონტრაქტი საერთაშორისო ფირმა Island Records-თან და გამოუშვა პირველი ალბომი "Catch A Fire”. ჯგუფის პოპულარობა თანდათან იზრდებოდა, ამაში წვილი შეიტანა ერიკ კლაპტონმაც, რომელმაც თავის ალბომში მათი სიმღერა "I Shot The Sheriff” შეიტანა. ეს სიმღერა მსოფლიო ჰიტი გახდა გამოსვლისთანავე. 1973 წელს ჯგუფმა მოაწყო გასტროლები ამერიკაში. მალე ჯგუფი დატოვეს ტოშმა და ლივენგსტონმა. ბობ მარლიმ ჯგუფ The Wailers-ში დაამატა ქალის ვოკალური ტრიო,შეუცვალა სახელი-Bob Marley And The Wailers და გაემგზავრა ტურნეში აფრიკაში, ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. 70 იანი წლებში ბობ მარლი და მისი ჯგუფი რეგის ლიდერებად აღიარეს. დიდ ბრიტანეთში ფაქტიურად მათი ყველა სიმღერა ჰიტ-პარადში ხვდებოდა «No Woman No Cry», 1975; «Exodus», 1977; «Waiting In Wain», 1977; «Satisfy My Soul», 1978; «Jamming», 1977; «Is This Love», 1978). აშშ-ში «Roots, Rock, Reggae» მოხვდა პოპის ჰიტ-პარადში (1976, 51-ადგილი), ხოლო «Could You Be Loved» სოულის კატეგორიაში(1980, 56-ადგილი). იამაიკაში ბობ მარლი გახდა ქვეყნის კულტურული სახე. მის პოლიტიკურ და რელიგიურ გამოსვლებს მილიონობით პუბლიკა ესწრებდა. ამ გამოსვლების გამო მოგვიანებით მასზე თავდასხმაც მოხდა. სიცოცხლის ბოლო წლები 1977 წლის ივლისში მარლის ფეხის დიდ თითზე აღმოუჩინეს ავთვისებიანი სიმსივნე. მან უარი განაცხადა ამფუტაციაზე, იმ მიზეზით, რომ ვეღარ შეძლებდა ცეკვას. 1980 წელს მარლი გამოვიდა ზიმბაბვეში. ამას მოყვა გასტროლები გერმანიაში. მაგრამ ამერიკული ტურნე გადაიდო, როცა მარლის გული წაუვიდა ჰიუ-იორკის პარკში სირბილის დროს. ბობმა გაიარა მკურნალობის კურსი მიუნხენში კიბოს საუკეთესო სპეციალისტ ჯოზეფ ისელსასთან, მაგრამ უშედეგოდ. 1980 წლის 4 მაისს ქრიასტიანულმა ეკლესიამ მონათლა, როგორც ბერხანე სენაციე (”სამების წმინდა სინათლე”). შემდეგ დააჯილდოვეს იამაიკის ღირსების ორდენით. ბობ მარლის უნდოდა სიცოცხლის ბოლო დღეები იამაიკაში გაეტარებიდა. იამაიკაში მიამავალი თვითფრინავი იძულებული გახდა მაიმაიში ჩაფრენილიყო მომღერალის ჯანმრთელობის გაუარესობის გამო. ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად 1981 წლის 11 მაისს პალატაში გარდაიცვალა. მან ბოლო სიტყვები შვილს უთხრა: "Money can’t buy life” (”ფულით სიცოცხლეს ვერ იყიდი”). ბობ მარლის დასაფლავებულია იამაიკაში. საფლავში თან წაიღო გიტარა "Les Paul", ფეხბურთის ბურთი, მარიხუანას ფუთა, ბიბლია და ბეჭედი, რომლებსაც ყოველთვის თან ატარებდა. ჯილდოები ორდენი "იამაიკის ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის” "მსოფლიო პრემია” დისკოგრაფია წელი სათაური შენიშვნა 1970 Soul Rebels სტუდიური ალბომი 1973 Catch A Fire სტუდიური ალბომი 1973 Burnin’ სტუდიური ალბომი 1974 Rasta Revolution სტუდიური ალბომი 1974 Natty Dread სტუდიური ალბომი 1975 Live! ჩანაწერი კონცერტიდან «Lyceum Theatre», ლონდონი, 1975 1976 Rastaman Vibration სტუდიური ალბომი 1977 Exodus სტუდიური ალბომი 1978 Kaya სტუდიური ალბომი 1978 Babylon by Bus ჩანაწერი კონცერტიდან ევროპაში 1979 Survival სტუდიური ალბომი 1980 Uprising სტუდიური ალბომი 1983 Confrontation სტუდიური ალბომი 1984 Legend სიმღერების კრებული 1991 Talkin’ Blues ჩანაწერი კონცერტიდან «Record Plant», სან-ფრანცისკო, 1973 2003 Live At The Roxy ჩანაწერი კონცერტიდან «Roxy» Made By Koka - Bob Marley Official Fan!!! ეს მუსიკა თქვენ ჩემგან:*** | |
|
სულ კომენტარები: 0 | |