მთავარი » 2011 » მარტი » 24 » ანეკდოტები
18:15
ანეკდოტები

მიდის ლომი ტყეში. შეხვდა მგელი:
– აჰა! მგელი! – ამოიღებს უბის წიგნაკს – სიაში ჩაგწერ, ხვალ მოხვალ ჩემთან დილის რვა საათზე, საუზმეზე შეგჭამ. კითხვები გაქვს?
– არა. – მიუგო დაღონებულმა მგელმა.
გააგრძელა ლომმა გზა. შემოხვდა დათვი:
– აჰა! დათვი! – ამოიღებს უბის წიგნაკს – სიაში ჩაგწერ, ხვალ მოხვალ ჩემთან შუადღისით, პირველ საათზე, სადილზე შეგჭამ. კითხვები გაქვს?
– არა. – მიუგო დაღონებულმა დათვმა.
გააგრძელა ლომმა გზა. შემოხვდა კუდღელი:
– აჰა! კურდღელი! – ამოიღებს უბის წიგნაკს – სიაში ჩაგწერ, ხვალ მოხვალ ჩემთან საღამოს რვა საათზე, ვახშამზე შეგჭამ. კითხვები გაქვს?
– შეიძლება არ მოვიდე?
– კი, როგორ არა, როგორც გინდოდეს… მაშინ სიიდან ამოგშლი…
****
– დალევ?
– არა, მანქანით ვარ.
– სახლში დაგეტოვებინა და ისე მოსულიყავი?!
– მეშინოდა, ქეიფი უჩემოდ არ დაგეწყოთ.
****
დაღონებულ ყვავილების გამყიდველს ეკითხებიან:
– რას დაღონებულხარ?
– ეს ახალგაზრდა, ახლა რომ გავიდა მაღაზიიდან, მთელი წლის განმავლობაში თავისი შეყვარებულისათვის ყვავილებს ყიდულობდა. ახლა კი ცოლად მოყავს…
– მერე?
– რა მერე! კარგ კლიენტს ვკარგავ…
****
– გამარჯობა, ყურმილს რატომ არ იღებდი?
– ტუალეტში ვიყავი.
– ორი თვე?!
****
ღამით ორი მძარცველი პურის საცხობში შეიპარა.
მათ იქ პურ-მარილით დახვდნენ.
პურით – ღუმელიდან,
მარილით – ყარაულის თოფიდან.
****
გლეხი დგას თავისი ნაკვეთის პირას და რაღაცას საქმიანობს. მივიდა მასთან სირბილისაგან აქოშინებული ტურისტი:
– შეიძლება თქვენს ნაკვეთზე გადავიარო? იქნებ შვიიდის თხუთმეტწუთიან მატარებელს მივასწრო!
– კი, ბატონო, გადაიარე. ოღონთ, თუ ჩემმა ბუღამ დაგინახა, მაშინ ექვსის ნახევრიანსაც მიასწრებ.
****
– მიხო აქ ცხოვრობს?
– არა.
– კაცო, შენ მიხო არა ხარ?
– მე კი მიხო ვარ, მაგრამ შენ ამას ცხოვრებას ეძახიი?!
****
მასწავლებელი ხვდება ყოფილ მოსწავლეს:
– ჩემო კარგო, რას აკეთებ, რას მოღვაწეობ?
– მეტეოროლოგი ვარ. ამინდის პროგნოზებს ვაკეთებ.
– ეჰ, არადა სკოლაში რა პატიოსანი ბიჭი იყავი…
****
კითხვა სომხურ რადიოს:
– ფინელები რატომ არ ჭამენ ჩახოხბილს?
პასუხი:
– იმიტომ, რომ ქართველები არ ჭამენ იაილოკოისტუაარეს.
****
ქმარი სამსახურში მიდის და ცოლს ეუბნება;
– პიჯაკი გაასუფთავე?
– გავასუფთავე.
– შარვალი?
– კი, გავასუფთავე.
– ფეხსაცმელები?
– რა, ფეხლაცმელებსაც აქვს ჯიბეები?!
****
პაციენტი ეკითხება ექიმს:
– მართალია, რომ ამბობენ სტაფილო მხედველობას აუმჯობესებსო?
– კი, მართალია. კურდღელი სათვალეებით გინახავს?
****
– ხელი რატომ გაქვს შეხვეული?
– გუშინ კოდალას ხელიდან ვაჭმევდი.
****
სვანი კითხულობს მაღაზიაში:
– ტრუსიკები გავთ?
– არა.
– არც გაყიდვაში?
****
15 სექტემბერია. სკოლებში სწავლა დაიწყო. პირველკლასელებს მასწავლებელი უხსნის:
– ბავშვებო, აქ სკოლაა. აქ არ შეიძლება ხმაური. თუ რამე გსურთ ან რაიმეს კითხვა გინდათ ხელი უნდა აიწიოთ…
ამ დროს ერთმა მოსწავლემ ხელი აიწია. მასწავლებელი მზრუნვალედ შეეკითხა:
– ბიჭუნა, გინდა რამე?
-არა, არაფერი. უბრალოდ, ვამოწმებ სისტემა როგორ მუშაობს.
****
მაღაზიაში მყიდველი ეუბნება გამყიდველს:
– მაპატიეთ, ჩემთვის ხურდა არ დაგიბრუნებიათ.
– რა პრობლემაა, მიპატიებია.
****
– მე დღეს შენთან სავახშმოდ მოვალ.
– არ გირჩევ. ჩემს მაცივარში თაგვი შიმშილით მოკვდა… თუმცა მოდი, იმ თაგვს შეგიწვავ.
****
ბავშვი ეკითხება მამას:
– მამა, კავკასიონი სად არის?
– დედაშენს ჰკითხე, მაგისას ხომ ვერაფერს გაიგებ სად რას ინახავს.
****
მკითხავი სტუდენტის ხელზე მკითხაობს:
– 45 წლამდე ფული არ გექნება…
– 45 წლის მერე?
– მერე მიეჩვევი…
****
პატარა ბიჭი უყურებს მამამის, რომელიც სახლში კედელებს ღებავს. დედა ეუბნება:
– აი, შვილო, გაიზრდები და მერე მამას მიეხმარები ხოლმე…
– რა, მანამდე ვერ მორჩება?
****
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს:
– მე შენ თუ მოგცემ ერთ ბაჭიას, მერე კიდე ორ ბაჭიას და კიდე სამ ბაჭიას. სულ რამდენი ბაჭია გეყოლება?
მოსწავლე:
– შვიდი.
მასწავლებელი:
– ყურადღებით მისმინე. მე შენ თუ მოგცემ ერთ ბაჭიას, მერე კიდე ორ ბაჭიას და კიდე სამ ბაჭიას. სულ რამდენი ბაჭია გეყოლება?
მოსწავლე:
– შვიდი.
მასწავლებელი:
– კარგი მაშინ ასე ვქნათ, მე შენ თუ მოგცემ ერთ კნუტს, მერე კიდე ორ კნუტს და კიდე სამ კნუტს. სულ რამდენი კნუტი გეყოლება?
მოსწავლე:
– ექვსი.
მასწავლებელი:
– როგორც იქნა, ესე იგი რამდენი ბაჭია გეყოლება?
მოსწავლე:
– შვიდი.
მასწავლებელმა უკვე დაკარგა მოთმინება:
– რატომ შვიდი ბაჭია?
მოსწავლე:
– იმიტომ, რომ ერთი ბაჭია უკვე მყავს.
****
ახალგაზრადა დედა თავის ბავშვს ძუძუს არ აწოვებდა რადგანაც, რძის გაცხელებისას, მკერდი ეწვოდა.
****
- ბოლოჯერ გეკითხები, როდის დამიბრუნებ ვალს?

- ვაააა!… როგორ გამახარე, რომ ამ კითხვას ბოლოჯერ მისვამ!
****
კუ მიდის ჯავშნის გარეშე. შემოხვდება ზღარბი:
- ჯავშანი სადა გაქვს?
- გამაბრაზეს და სახლიდან წამოვედი!
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 907 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]