15:06 ანეკდოტები რაჭველებზე ;] | |
რაჭველები ძროხას ყიდიან. მივა იმერელი და ფასს ეკითხება. -500 ლარი, შენი ჭირი მე. -რა ამბავია 500 ლარი, ეს ძროხა ნემსის ყუნწში გეეტევა ისეთი გამხდარია. -რას ამბობ, კაცო, ძროხა ნემსის ყუნჭში რავა გაეტევა? -წავალ ახლა, მოვიტან ნემსს და ნახავთ როგორ გეეტევა. იმერელი წავა. რაჭველები საფიქრალში ჩავარდებიან, რა ვქნათ ეს ძროხა მართლა ნემსის ყუნწში რომ გაეტიოსო. ბოლოს ერთ-ერთი რაჭველი მეორეს ეტყვის: -ბიჭო, მოდი ძროხას კუდი გოუკვანძოთ… ******** ქირურგი ეუბნება თავის პაციენტ რაჭველს: - თავიდან მიმიწევს შენი გაკვეთა, იმიტომ, რომ შენს მუცელში ცალი ხელთათმანი დამრჩა. - მაგიზა ნუ გამჭრი, ექიმო, დავდგები ფეხზე და ახალ ხელთათმანებს გიყიდი!.. ******** რაჭველს დაეძინება და გამოღვიძება დაავიწყდება ******** რაჭველს ჭამა დაავიწყდება და მოკვდება ******** რაჭველი აღსარებაზე მივიდა ეკლესიაში. -შევცოდე მამაო. -რა შვილო ჩემო? -მეგრელი მოვატყუე. -ეგ ცოდვა კი არა, სასწაულია შვილო ჩემო. სვანი და რაჭველი ჯიხვზე ნადირობენ კლდეებში. გადავარდა რაჭველი... სვანი უყვირის. _ როგორ ხარ, ხელი ხო არ მოიტეხე? _ არა! _ ფეხი ხო არ მოიტეხე? _ არა! _ აბა, რა მოიტეხე? _ დამაცა, კაცო, ჯერ დავეცე! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |