მთავარი » 2011 იანვარი 9 » ანეკდოტები იმერლებზე
19:12 ანეკდოტები იმერლებზე | |
მთავარი გმირი - ჭიჭიკია -ჭიჭიკია, სად მიგყავს ეგ ძაღლი? -მესაათესთან ! -ძაღლს რა უნდა მესაათესთან? -რა ვიცი, სულ უკან მრჩება, ეს შობელძაღლი!
*** -ჭიჭიკია, ეგ ბავშვი შენია?-ჩემია, აბა ვისია?! -მერე, შენთვის თუ გინდოდა, შე კაცო, წესიერი ვერ გააკეთე ?! *** სასადილოში შემოსული ზანგი მიშტერებია ჭიჭიკიას. -რავა მიმშტერებიხარ, გენაცვალე, თითქოს მე ვიყო ზანგი და შენ კიდევ - ქუთაისელი! - მიაძახა ჭიჭიკიამ.
*** -გუშინ ჭიჭიკიას თავისი მანქანით, იმისთანა "პავაროტი" გაუკეთებია, რომ თურმე უკანა ნომერი დაუნახია!
*** ჭიჭიკია, ვისია მაი ტყუპები?- ჩემი კია, ტყუპი არაა, მარა ისეთი მოუსვენარია გაორებას იძლევა ეს შობელძაღლი. *** ჭიჭიკია დგას გზაზე, დაარტყამს მანქანა. გადმოვა მძღოლი და ეხვეწება: - ადექი ბიჭო, ნუ დამღუპავ, ადექი გთხოვ… გურული გაახელს თვალს: - ვიდექი, მარა დამაყენე? *** - ჭიჭიკია, შენს ცოლს მოწევის ნებას რთავ? - აპა რა ვქნა, ცოტა ხნით მაინც ხომ უნდა იყოს გაჩუმებული?! *** სამსახურში თანამშრომელთა საატესტაციო ტესტი-გამოცდა ტარდება. გამოცდიდან სახეაჭარხლებული ჭიჭიკია გამოვარდა, კარი მიაჯახუნა და სიმწრის ოფლი მოიწმინდა. - რა ქენი? - მივარდა ნაზიკია. - რა უნდა მექნა, ისეთი ტესტი შემხვდა, სირცხვილით დავიწვი კაცი. - მაინც რა ეწერა ასეთი? - "სად ეზრდებათ ქალებს ყველაზე ხშირი და ხვეული თმა”-ო. აბა, ამისთვის რა პასუხი უნდა გამეცა, ვერაფერიც ვერ დავწერე, ჩავიჭერი... - სწორი პასუხი თუ იკითხე მაინც, რა არის? - ზიმბაბვე ყოფილა! - მერე? - რა მერე, ქალო, კაცი დავბერდი და მაგ ადგილს თუ ზიმბაბვე ერქვა, პირველად გავიგე! *** ჭიჭიკია უყვება ბიჭიკიას: - გუშინ ქორწილში ვიყავი მეჯვარედ... ჰოდა, შუა ქორწილში გადეირია სიძე, წამოხტა ფეხზე და დედოფალს წიხლი ჩააზილა ფეხებს შორის... - მერე, მერე... - რაღა მერე, ჩააზილა და ხელი მომტეხა მაგის... | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
|