მთავარი » 2010 » ივლისი » 30 » ანეკდოტები იმედია მოგეწონებათ
23:48
ანეკდოტები იმედია მოგეწონებათ
                         

                             * * *
                  სადილის დროს ცოლი შენიშვნას აძლევს თავის დაბნეულ ქმარს:
_რ  ას შვრები, წვნიანს ვინ ჭამს დანით?
        _აბა რა ვქნა, ჩანგლით ერთი წვეთიც ვერ მივიტანე პირამდე?

                              * * *

დაქვრივებულმა და გაუბედურებულმა ქალმა ღრმად ამოიოხრა და მეგობარს უთხრა:
_შენ ვერ წარმოიდგენ რამხელა ლოდი მაწევს გულზე, მაგრამ ახლა ერთი ნუგეში მაინც მაქვს.
სხვა თუ არაფერი, ის მაინც ვიცი სად ატარებს საღამოებს ჩემი ქმარი.

                             * * *

_რა გითხრა შენმა ცოლმა, როცა დაგინახა როგორ კოცნიდი მეზობლის ქალს?
_შენ წარმოიდგინე არაფერიც არ უთქვამს, ის ორი კბილი კი ისედაც ამოსაღები მქონდა.

                             * * *

_რიგითო, თქვენ განაცხადეთ სერჯანტთან საუბარში, რომ თქვენი მაიორი დებილიაო?
_არა, მაიორო, რა სისულელეა. მე კარგად ვიცი, რომ სამხედრო საიდუმლოების გამჟღავნება არ შეიძლება.

                             * * *

გზაჯვარედინზე ორი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს.
პოლიციელმა იქვე გამვლელ ხნიერ მანდილოსანს მიმართა:
_თანახმა ხართ მოწმედ გამოხვიდეთ ამ საქმეზე?
_დიდი სიამოვნებით. მაინც რა მოხდა? :)
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 712 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]