მთავარი » 2010 ნოემბერი 12 » ანეკდოტები გია მურღულიას კოლექციიდან 4
18:16 ანეკდოტები გია მურღულიას კოლექციიდან 4 | |
– რა უბედურებაა, ყოველ წელს ბავშვს ვაჩენ! – აბა, სცადეთ და ქმარს ორ-სამ წელიწადს ნუ შეხვდებით. – ვცადე და არ მიშველა. *** ნათელმხილველი ეუბნება ნაცნობს: – დღეს ისეთივე მთვრალი ხარ, როგორც ზეგ! *** ზესტაფონის სადგურზე მატარებელი დაიძრა და ერთი მგზავრი უკან მისდევს სირბილით. – ჩქარა, ჩქარა! – ეძახიან მატარებლიდან, მანდ არ დარჩე! იქვე მდგომ მოხუცს ჩაეცინა: – დარჩეს მერე, რა მოხდა! ჩვენ სულ აქანე არ ვართ?! *** მოშე ეუბნება მამას: – მამა, 500 ლარი მომეცი, „პრაიგრივატელი” უნდა ვიყიდო. – აჰა, შვილო, შენ 1 000 ლარი და „ვიიგრივატელი" იყიდე! *** მამა ტუქსავს შვილს: – რამდენჯერ უნდა გითხრა – აფთიაქის დანახვაზე პირჯვარს ნუ იწერ! *** კახელმა სიდედრი დაკარგა და გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა: „დამეკარგა სიდედრი. მპოვნელს მოვ...ავ დედის ტ....ს!" *** – ექიმო, ჩქარა მოდით, ჩემს ცოლს ბრმა ნაწლავის შეტევა აქვს! – შარშან ხომ ამოვაჭერი?! – ეს სხვა ცოლია, კაცო! *** პურის მაღაზიაში: – ერთი პური მომეცით. – თეთრი თუ შავი? – სულერთია, ვისთვისაც მიმაქვს, ბრმა არის. *** განცხადება: „აგურის ქარხანა იწვევს მტვირთავებს საინტერესო სამუშაოზე”. *** – ვინ არის გინეკოლოგი? – ის, ვინც პრობლემებს ეძებს იქ, სადაც სხვა სიხარულს პოულობს. *** – არყის დალევას ლუდის დალევა რატომ ჯობია? – იმიტომ რომ, ღვიძლი ერთი გვაქვს, თირკმელი კი – ორი... *** რესტორანში: – თუ შეიძლება, ეს ქათამი გამომიცვალეთ! – რატომ, კარგად არ არის შემწვარი? – კარგად კი არა, მთელი გარნირი შემიჭამა! *** – როგორ კვდებიან ადამიანები? – წეროებს მიჰყავთ! *** მთვრალი მეგრელი დგას შუა ავტობუსში: – ვინც ჩემს უკან დგას, ყველა ბოზია და ვინც წინ – ყველა დურაკია! ქალი უკანა მხრიდან: – როგორ გეკადრებათ, ბატონო, ჩემი ქმრისთვის მე არასდროს მიღალატია! – მერე, მობრძანდით, ქალბატონო, წინ! *** – გუშინ ისე დავთვერი, რომ გავიღვიძე, ხალიჩაზე ვიწექი. – მერე რა მოხდა? – როგორ თუ რა მოხდა? ის ხალიჩა კედელზე ეკიდა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |