მთავარი » 2010 ნოემბერი 12 » ანეკდოტები გია მურღულიას კოლექციიდან 2
17:19 ანეკდოტები გია მურღულიას კოლექციიდან 2 | |
მიხოს
და მაროს შვილი არ უჩნდებათ. მკითხავმა ურჩია, მიტო იერუსალიმში უნდა
წავიდეს, დიდი სანთელი დაანთოს და გეშველებათო. წავიდა და დაანთო. ათი წლის
შემდეგ მიხოს ძმაკაცი მიადგა სახლში და ხედავს 8 ბავშვი დარბის. – მიხოსები ხართ? – ეკითხება. – ჰო. – დედა სად არის? დაუძახეს. გამოვიდა ძაან ფეხმძიმე ქალი. – გამარჯობა, მარო, მიხო სად არის? – იერუსალიმში წავიდა სანთლის ჩასაქრობად. *** ნარკომანები მოხვდნენ ომში. სხედან სანგარში. ერთი ამბობს: – არც მოსაწევი, არც გასაკეთებელი. კანტუზია მაინც მივიღოთ... *** სვანს ეკითხებიან: – თქვენთან, სვანეთში, დიდი ადამიანი თუ დაბადებულა? – არა, ჩვენთან მარტო ბავშვები იბადებიან. *** ძალიან ძვირი მანქანების გამოფენაა. ეს ღილაკი წვიმის საწინააღმდეგოა. – რა, სახურავი იხურება? – არა, წვიმა წყდება. *** – ბონდოია რაზე ოცნებობ? – შარაპოვას სიყვარულზე. – მერე, მაგი ხომ უიღბლო და ცალმხრივი სიყვარული იქნება? – არაფერია, გოუშვი, დეიტანჯოს. *** მაღაზიაში: – ღვეზელი ახალია? – არა, ძველია, დაობებული, ორი წელია თაროზე დევს. – და, ნამცხვარი? – ჯობია, ღვეზელი წაიღოთ. *** ნარკომანი ვენტილატორს უყურებს: – რა სწრაფად გარბის დრო... *** თვითმფრინავი ჰაერში ამოყირავდა და თავდაყირა მიფრინავს. სტიუარდესა მგზავრებს მიმართავს: – დამშვიდდით, მფრინავი ცხვირში წამალს ჩაიწვეთებს და ისევ გავსწორდებით. *** – გუშინ შუა ქორწილში სიძე მთლად გადაირია და პატარძალს ფეხებს შუა წიხლი ჩააზილა! – მერე? – რაღა მერე! კინაღამ ხელი მომტეხა მაგ შობელძაღლმა. *** – მინდოდა, ძაღლისთვის მესწავლებინა რომ მოშივდებოდა, ყეფა დაეწყო. ასი გაკვეთილი ჩავუტარე. – მერე, ყეფს? – არა, ახლა, სანამ არ დავიყეფებ, არ ჭამს! *** აჭარელი მიდის რკინიგზის სადგურზე და მორიგეს ეკითხება: – ჭოვ, თბილისის მატარებელი ჩამოვიდა? – არა. – არც მეექვსე ვაგონი? *** ნამდვილი მელომანი ისაა, ვინც სააბაზანოდან ქალის სიმღერის გაგონებაზე კარის ჭუჭრუტანას თვალს კი არა, ყურს ადებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |