– რა მეშველება, რა მეშველებააა! – მოთქვამს სვანის ცოლი.
– რა იყო, ქალო?
– რაღა რა იყო, ჩემი ქმარი მოკვდააა...
– რას იზამ, ასეა... ხან ცოლი კვდება ადრე, ხან ქმარი.
– ეგ არ მადარდეეებს!
– აბა?
– წვერი როგორ მოვუშვაააა!!!
მ მ მ
ქალი დიდხანს იქექება ხელჩანთაში, რათა მათხოვარს ფული აჩუქოს. მათხოვარმა ვეღარ მოითმინა:
– ჩქარა მომეცი, ქალო, ფული, თუ მაძლევ! მანქანა აკრძალულ ადგილზე მყავს გაჩერებული.
მ მ მ
ბიჭი გოგოს ურეკავს:
– ძვირფასო, რომელი უფრო გიყვარს, ბანანი თუ ატამი?
– შენ რა, ბაზარში ხარ?
– არა, აფთიაქში.
მ მ მ
მკითხავმა ჟორას კარტი გაუშალა:
– აი, გზა ჩანს... გზა და... წინ ვიღაც კაცი გადაგეღობებათ, იცოდეთ.
– მაგას ჯობია, ის შტერი კაცი გააფრთხილოთ, მე ელმავლის მემანქანე ვარ.
მ მ მ
– მიხოვ, ჰაი, მიხოვ!
– რა გინდა, ჯოვ?
– აბა, თავი რო მოგაქ, ყველაფერი ვიციო, ერთ რამეი გკითხამ.
– მიდი.
– ყველაზე ჯანიანი ცხოველი რომელია?
– სპილო.
– რათა?
– ვირივით ღონე აქ მაგ ჩათლახსა.
მ მ მ
– ექიმო, – ეუბნება აღელვებული ქალი, – ჩემი ქმარი თავის მამაკაცურ მოვალეობას ვეღარ ასრულებს, რა მეშველება?
– აი, ეს წამალი მიეცით ხშირ–ხშირად.
ხუთ დღეში ქალი ისევ მივიდა ექიმთან.
– როგორაა შენი ქმარი? – დაინტერესდა ექიმი.
– მოკვდა საწყალი, ექიმო, და ისევ თქვენ უნდა მიშველოთ, გექნებათ რაიმე წამალი.
– მე მკვდრებს ვერ ვაცოცხლებ, სამწუხაროდ.
– გაცოცხლებას ვინ გთხოვთ, ექიმო, კუბოს თავს ვერ ვახურავთ...
მ მ მ
მეოთხე ხართულიდან გადმოკიდებული ჟუჟუნა მეორე სართულზე მცხოვრებ ანიჩკას გადმოსძახის:
– შენს სახლში ვნახე სექსუალური მანიაკი ადრე და მალე! შენი გაუპატიურებული სხეული ვნახე მალე და ადრე!!!
– რა კაი ქალი ყოფილა, – ჩურჩულებს ანიჩკა, – რამხელა კაი სურვილები მისურვა ამ სიბერეში, მე კი ვემდურები...
მ მ მ
108 წლის ოლია 110 წლის გრიშას ეყრება.
– რატომ ეყრებით? – იკითხა მოსამართლემ.
– ლოთია! – ამოისლუკუნა ოლიამ.
– შენ რაღაზე ეყრები? – ახლა ქმარს ეკითხება.
– აღარაა შაინტერეშო! – ამოიჩიფჩიფა გრიშამ.
მ მ მ
– სენი წილიმე, სამი კაცი მიგვიკვანე ვაგზალსი, – ეხვეწება ტაქსისტს ოსი ჩინგიზა.
– კი მაგრამ თქვენ რომ ორნი ხართ?
– სენ ალ წამოქვალ?! – უკვირს ჩინგიზას.
მ მ მ
თვითმფრინავი ჰაერში აყირავდა და ისე განაგრძო ფრენა. სალონში პანიკაა.
– დარწყნარდით, დაწყნარდით, – ამშვიდებს მგზავრებს სტიუარდესა, – პილოტს გრიპი აქვს, ცხვირში "სანორინს" ჩაიწვეთებს და გასწორდება.
მ მ მ
– არც კინოში მიგყევარ, არც თეატრში, არც ცირკში, – ბუზღუნებს მარო.
– უმადური ნუ ხარ, შენა, დედაკაცო! – უყვირის მიხო, – ერთი კვირის წინ სტეკლოზე რო ფეხი გაიჭერი, საავადმყოფოში არ წაგიყვანე?!
მ მ მ
– ოხ, ახლა გაიღებოდეს კარი და ორი ბუთქუნა, არა, სამი ბუთქუნა პოლიციელი შემოვიდოდეს მაგარი ხელკეტებით!.. – ოცნებობს მაზოხისტი.
მ მ მ
რეკლამა:
იყიდეთ ჩვენი ფირმის ავტომობილი და თქვენ დაზოგავთ წელიწადში ორ წყვილ ფეხსაცმელს.
მ მ მ
სვანს სუნთქვა დაავიწყდა და მოკვდა.
მ მ მ
ერთი მხატვარი მეორეს ეკითხება:
– გეთაყვა, ოდესმე თუ გიცდიათ კვერცხების შეღებვა?
– კი, ვცადე ერთხელ, მაგრამ არაფერი გამოვიდა.
– რატომ, კოლეგავ?
– მომეღუტუნა და შევეშვი...
მ მ მ
– რა ჰქვია კაცს, რომელსაც ცოლი არასოდეს ჰყოლია?
– ბედნიერი.
მ მ მ
ქმარი პახმელიაზეა, იღვიძებს და გუგულიც გამოხტა ბუდილნიკიდან: გუ–გუ, გუ–გუ...
– გუგულოჯან, ჯიგარ, რამდენი ხანი ვიცოცხლებ? – ეკითხება კაცი.
– ეგ მე მკითხე, სულ 10 წუთი! – კივის ცოლი.
|