მთავარი » 2011 » ნოემბერი » 12 » ანეკდოტები
11:16
ანეკდოტები

სვანს ეკიტხებიან: "მთვარეზე ცხოვრობენ?” ის კი პასუხობს: "კი, სულ შუქი უნთიათ

სახლში დაბრუნებულმა სიძემ თავის კომპიუტერთან მჯდომი სიდედრი დაინახა და წამოიძახა:
– ასეთი ვირუსი ჯერ ჩემს კომპიუტერს არ ჰქონია.

ზამთარია. ყინავს. ქუჩაში კაცი დგას, იყინება, ხელები ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი. ამ დროს ბავშვი ჩაივლის და ეკითხება:
– ბიძია, რომელი საათია?
– ზაფხულში, ზაფხულში მკითხე…

ოსი თვითმფრინავიდან ტრაპზე ჩამოდის, შარვალი ხელით უჭირავს და ბურტყუნებს:
– ველ გავიგე, სენი წილიმე, ხან ქამლები შეიკალითო, ხან გაიხსენითო…

კრიტიკოსი მწერალს ეუბნება:
– დღეს თქვენი წიგნი წავიკითხე…
– ბოლო?
– იმედი მაქვს, რომ ბოლო იყო.

ერთი ნაცნობი მეორეს ეკითხება:

– ცოლისთვის დაბადების დღეზე რისი ჩუქება ჯობია: ერთი დიდი საჩუქრის, თუ რამდენიმე პატარის?
– ვფიქრობ, ბევრი პატარის.
– მაშინ მზესუმზირას ვაჩუქებ!

– ძვირფასო, ძალიან დავიღალე, უკვე ორი საათია მივდივართ!

– მოითმინე, ძვირფასო, მალე ადგილამდე მივაღწევთ.

– აღარ შემიძლია! ზურგჩანთამ მხრები გადამიხეხა, ფეხსაცმელები მიჭერს, მზე აცხუნებს!
– რა შემიძლია შენთვის გავაკეთო, ძვირფასო?
– იქნებ, ზურგჩანთიდან ამოსულიყავი?

ოჯახურ თათბირზე დედა შვილს ეუბნება:
– შვილო! ჩვენ ყველანი ორშაბათიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებთ! მე დიეტას მივატოვებ, მამა სიგარეტის წევას. შენ რას გააკეთებ?
– შემიძლია სკოლა მივატოვო…

ახალი წლის დადგომამდე.
ოპტიმისტი: ეს ახალი წელი ძველზე უკეთესი იქნება!
პესიმისტი: ეს ახალი წელი ძველზე უარესი იქნება.
რეალისტი: ეშმაკსაც წაუღია, ისევ კარგად გამოვძღები.

მაღაზიის გამყიდველი:
- ბიჭუნდა დარწმუნებული ხარ რომ დედამ 100გრამი კარტოფილისა და 3კილოგრამი კანფეტის ყიდვა დაგავალა?

პროკურორი:
- როგორ ვერ მიხვდით რომ თქვენს ბინაში ქურდები იყვნენ ნივთები მიყრილ მოყრილი იყო, ლოგინები არეული, შპალერი ჩამოხეული!..
- მეგონა ქმარი სუფთა პერანგს ეძებდა

ქირურგი ბანკეტზე სადღეგრძელოს ამბობს:
- ჩვენ ექიმებს ბევრი მტერი გვყავს ამ ქვეყანაზე...
და ხმა მაგიდიდან:
- იმ ქვეყანაზე კიდევ უფრო მეტი!..

– მამა, რატომ არის მთვარე ვარსკვლავებზე დიდი?
– აბა რა ვი..
– მამა, რატომ არის მზე ასეთი კაშკაშა?
– აბა რა ვი..
– მამა, ხომ არ დაგღალე შეკითხვებით.
– არა, არა, მკითხე შვილო, მკითხე. მე თუ არ აგიხსენი სხვა ვინ რას აგიხსნის…
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 774 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]