მთავარი » 2011 ივნისი 10 » ანეკდოტები
21:43 ანეკდოტები | |
მიხო და მარო ტელევიზორში "უჟასებს" უყურებენ. უცებ ეკრანზე, სრულიად მოულოდნელად, გამოჩნდება საშინელი, სისხლიანი და მახინჯი არსება. ამის დანახვაზე მაროს "ვაიმე, დედა!" აღმოხდება. მიხო მიუბრუნდება და სიყვარულით ეტყვის "იცაან დედაშენი?!" ................................... სვანი საცურაო აუზში სვანი ბანაობს საცურაო აუზში. ჩაყვინთავს, ძირთან გაჩერდება, ამოყვინთავს. კიდევ ერთხელ ჩაყვინთავს, ძირთან გაჩერდება, ამოყვინთავს. რამდენჯერმე ასეთი ჩაყვინთვის შემდეგ ამოვა და აუზის თანამშრომელს ეკითხება: - აქ "კაფელშჩიკი" ვინ იყო? გაკვირვებული თანამშრომელი პასუხობს - ლიოვიკა იყო. აქვე ცხოვრობს. რატომ კითხულობ? - საღოლ, ძმაო, ლიოვიკას! მაგარი "დიხანია" ჰქონია! ............................. ცინცხალი ამბავი გუშინ, პრეს-კონფერენციაზე, ანჯელინა ჯოლიმ კატეგორიულად მოითხოვა პატიმრებისთვის, სიკვდილით დასჯის წინ, ბოლო სურვილის შესრულების ტრადიციის გაუქმება!.. .................... ცოლმა შეამჩნია, რომ ქმარი აბაზანაში სასწორზე დგას და მთელი ძალით ცდილობს მუცელი შეწიოს. - ძვირფასო, არა მგონია, მაგან გიშველოს... - როგორ არ მიშველის?! აბა ციფრებს ისე როგორ დავინახავ?! .................. - ექიმო, ჩავარდნები მაქვს მეხსიერებაში! - საინტერესოა... დიდი ხანია, რაც დაგეწყოთ? - რა დამეწყო, ექიმო?.. - ჩავარდნები! - რა ჩავარდნები ................. ვარცნეგერი საყვარელთანაა და ხალისობენ... უცებ, კარზე ზარია. - ვაიმე! ჩემი ქმარია - ამბობს ქალი შვარციკა წამოხდება, "შმოტკებს" დაითრევს და ეკითხება: - სათადარიგო გასასვლელი სადა გაქვს?! - არა მაქვს სათადარიგო გასასვლელი! - სად გინდა, რომ გქონდეს?! ................ სვანი უნდა შეამოწმონ სიცრუის დეტექტორით. შეაერთეს.
"ოპერატორი" უხსნის: - კითხვებს რომ დაგისვამთ, თუ სიმართლეს იტყვი, მწვანე ნათურა აინთება. თუ მოიტყუებ - წითელი. გაიგე? - გავიგე - უპასუხა სვანმა და წითელი ნათურა აინთო | |
|
სულ კომენტარები: 0 | |