მთავარი » 2011 აპრილი 24 » ანეკდოტები
17:42 ანეკდოტები | |
*** ორი სვანი ლაპარაკობს: – ჩემი მეზობელი, მაიზერი, ვამპირი ყოფილა. – საიდან დაადგინე? – გულში ვერცხლის დანა ჩავარჭე და მოკვდა. *** სვანი დაფიქრდა… მოეწონა და ისევ დაფიქრდა… *** ტიპი გოგოსთან ერთად ქუჩაში მისეირნობს. ჩაუარეს რესტორანს. გოგო ამბობს: – უჰ, რა გემრიელი სუნი გამოდის. – მოგეწონა? წამო, კიდე ჩაუაროთ. *** ერთ ებრაელ გენერალს ჰკითხეს: – შეგიძლიათ ტერორისტს აპატიოთ? – ღმერთი აპატიებს. ჩვენი ამოცანაა მათი შეხვედრის დაჩქარება… *** მოსამართლემ ბრალდებულს 25 წელი მიუსაჯა. ბრალდებული აღშფოთდა: – როგორ 25 მე ხომ 90 წლის ვარ?! მოსამართლემ დაამშვიდა: – ჩვენ შეუძლებელს არავინ მოგთხოვთ, მოიხდით იმდენს რამდენსაც შეძლებთ. *** კორესპონდენტი ქალი კინოვარსკვლავს ეკითხება? – რამდენი ქმარი გყავდათ? – ჩემი, თუ საერთოდ? *** მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს: – ჭექა-ქუხილის დროს, რატომ ვხედავთ ჯერ ელვას და მერე გვესმის ქუხილი? – იმიტომ, რომ თვალები ყურებზე წინაა. *** ჩავიდნენ ტურისტები სვანეთში. გავიდნენ ბუნებაში. შემოეყარათ დათვი. შეშინდნენ და გამოიქცნენ. უკან მოსდევთ დათვი, თავს არ ანებებს. იქვე მახლობლად ოთხი სვანი ბუნებაშია გასული. მწვადი უნდა შეწვან. ცეცხლი დაანთეს. იქვე მდელოზე სუფრა გაშალეს… და ამ დროს ზემოთ ნახსენებმა კამპანიამ ზედ ამათ სუფრაზე გადაირბინა. გადაირივნენ სვანები, ეს როგორ გვაკადრესო და დაედევნენ. დაიჭირეს. ოხრად ურტყეს, სანამ სუყველა არ გათიშეს არ მოეშვნენ. უკან დაბრუნებისას ერთი სვანი ეუბნება მეორეს: - ისე, ის, ქურქი რომ ეცვა, მაგრად გაგვიძალიანდა *** ზოოპარკში: – დედიკო, გორილამ რა დაბღვერილმა გადმოგვხედა. – შვილო, დაწყნარდი, ეს ჯერ სალაროა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |