მთავარი » 2011 » აპრილი » 22 » ანეკდოტები
18:42
ანეკდოტები

1)ტიპი გოგოსთან ერთად ქუჩაში მისეირნობს. ჩაუარეს რესტორანს. გოგო ამბობს:
– უჰ, რა გემრიელი სუნი გამოდის.
– მოგეწონა? წამო, კიდე ჩაუაროთ.


2)კორესპონდენტი ქალი კინოვარსკვლავს ეკითხება?
– რამდენი ქმარი გყავდათ?
– ჩემი, თუ საერთოდ?


3)ჩავიდნენ ტურისტები სვანეთში. გავიდნენ ბუნებაში. შემოეყარათ დათვი. შეშინდნენ და გამოიქცნენ. უკან მოსდევთ დათვი, თავს არ ანებებს.
იქვე მახლობლად ოთხი სვანი ბუნებაშია გასული. მწვადი უნდა შეწვან. ცეცხლი დაანთეს. იქვე მდელოზე სუფრა გაშალეს… და ამ დროს ზემოთ ნახსენებმა კამპანიამ ზედ ამათ სუფრაზე გადაირბინა. გადაირივნენ სვანები, ეს როგორ გვაკადრესო და დაედევნენ. დაიჭირეს. ოხრად ურტყეს, სანამ სუყველა არ გათიშეს არ მოეშვნენ.
უკან დაბრუნებისას ერთი სვანი ეუბნება მეორეს:
- ისე, ის, ქურქი რომ ეცვა, მაგრად გაგვიძალიანდა…



4)– გაიგე? ჭიჭიკიას ცოლი გაქცევია!
– ალბათ განიცდის, როგორ არის?
– ახლა არა უშავს, თავიდან აღარ იცოდა სიხარულისგან რა ექნა…


5)არაბულ სკოლაში მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს:
– მუსტაფა, რამდენგვარი აქლემია ცნობილი?
– ერთ კუზიანი და ორ კუზიანი.
– არსებობენ თუ არა უკუზო აქლემები?
– შესაძლებელია… მაგრამ ეგ უკვე სიმახინჯედ ითვლება


6)– არ იცი, ჩვენთან სამსახურში სკლეროზიანი არავინაა?
– რათ გინდა?
– ფული მინდა ვესესხო

7)წითელქუდა მიდის ბებიასთან. შეხვდება მგელი:
– გამარჯობა, დებილო!
– კარგი რა, მგელო! დებილს რატომ მეძახი? მე ხომ წითელქუდა მქვია, წითელი ქუდი მახურავს, წითელი კაბა… წითელი ფეხსაცმლები… ისე მართლა რა დებილივით მაცვია…

8)სვანები ლიფტში გაიჭედნენ. მაგრად ცხელა, შეწუხდნენ. ერთი ამბობს:
– უჰ, ეს კარი მაინც იყოს ღია, ცოტა ჰაერი შემოვიდოდა…


9)კაცი ეუბნება ქალს:
– რაც გაგიცანი მას მერე ვეღარ ცვჭამ, ვეღარ ცვსვავ, ვეღარც ვეწევი…
– ასე მაგრად შეგიყვარდი?
– არა, უბრალოდ, მაგ ყველაფრისთვის ფული აღარ მრჩება.


10)დაღონებულ ყვავილების გამყიდველს ეკითხებიან:
– რას დაღონებულხარ?
– ეს ახალგაზრდა, ახლა რომ გავიდა მაღაზიიდან, მთელი წლის განმავლობაში თავისი შეყვარებულისათვის ყვავილებს ყიდულობდა. ახლა კი ცოლად მოყავს…
– მერე?
– რა მერე! კარგ კლიენტს ვკარგავ…


11 )ჯარში შეტყობინება მივიდა, რომ კაპრალ შვანგირაძეს მშობლები ავტოკატასტროფაში გარდაეცვალა. ბაზის მეთაურმა შვანგირაძის უშუალო მეთაური დაიბარა და უთხრა:
– ახლა ერთბაშად არ მიახალო. ცოტა დელიკატურად, შეფარვით უთხარი.
წამოვიდა ოფიცერი. მოაწყო შვანგირაძის ასეული:
– ვისაც მშობლები გყავთ ერთი ნაბიჯი წინ… შვანგირაძე, შენ სადღა ეტენები…

12)- ჩვენთან მთელი სოფელი სოკოთი მოიწამლა.
- როგორ, ყველა ერთად?
- არა, ჯერ ერთი, დანარჩენები კი იმის ქელეხში

13)ზოოპარკში მაჩვი ეუბნება ზოოპარკის დირექტორს:
– კურდღელი სხვა გალიაში გადაიყვანეთ, მუდმივად ანეგდოტებს ყვება და არ გვაძინებს.
– რა, ღამით ყვება?
– არა, მაგრამ ჟირაფი იცინის ღამით.


14)ქალი კონსულტაციაზეა გინეკოლოგთან. ექიმი ეკითხება:
- ბავშვის მამა დაესწრება მშობიარობას.
- არა, არა მგონია… ჩემ ქმართან ნაჩხუბარია…
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 745 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]