მთავარი » 2011 აპრილი 12 » ანეკდოტები
22:11 ანეკდოტები | |
*** მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს: – ჭექა-ქუხილის დროს, რატომ ვხედავთ ჯერ ელვას და მერე გვესმის ქუხილი? – იმიტომ, რომ თვალები ყურებზე წინაა. *** პატარა ბიჭი მამამისთან ერთად უყურებს ფილმს ინდიელებზე: – მამიკო, ინდიელები რატომ იხატავენ სახეს? – შვილო, ისინი ასე ომისთვის ემზადებიან. მეორე დილით ბავშვი შერბის მამასთან ოთახში: – მამიკო, დედიკო ომისთვის ემზადება. *** ორი ტიპი საუბრობს: – უცხოპლანეტელი, რომ მოვკლა ჩამსვავენ. – კი, საგიჟეში. *** 50 ლარი მასესხე. - მხოლოდ 30 ლარი მაქვს, 50 როგორ გასესხო? - კარგი, არა უშავრს, 30 მომეცი, 20 ვალი გექნება. *** სვანს ეტყვიან: თუ კლდიდან გადახტები, დათვს ხელს ჩამოართმევ და ქალს გააუპატიურებ, მილიონს მოგცემთო. სვანი გადახტება კლდიდან, შევა დათვის ბუნაგში. ისმის იქიდან გრუხუნისა და ჯაჯგურის ხმა. ცოტა ხანში გამოვა და იკითხავს: - აბა, სადაა ის ქალი, ხელი რომ უნდა ჩამოვართვა? *** ორი ტიპი ხვდება ერთმანეთს. ერთი ძალიან დაღონებულია მეორე ძალიან ჩაფიქრებული. დაღონებული ამბობს: – გუშინ ჩემი ძაღლი მოკვდა… ჩაფიქრებული: – ჩემი სიდედრიც… – ისიც მოკვდა? – არა. ისიც ძაღლია… *** დედა ეჩხუბება თავის 5 წლის ბიჭს: – ისევ ახალი შარვლით ჩავარდი გუბეში. – დედიკო, ისე სწრაფად ჩავვარდი, რომ გახდა ვერ მოვასწარი. – თავი იმართლა ბავშვმა. *** ერთს უნდოდა სათევზაოდ წასვლა, მეორეს – სანადიროდ. ბოლოს შეთანხმდნენ კომპრომისულ ვარიანტზე და წავიდნენ თევზების თოფით დასახოცად. *** მთვრალი პატრული აჩერებს მანქანას: – ორნი რატო ზიხართ საჭესთან? მძღოლი კი პასუხობს: – მერე მაგის გულისთვის ალყა უნდა დაგვარტყათ?! *** სასამართლო პროცესზე: – ბრალდებულო, ნადირობისას რატომ ესროლეთ თქვენს მეგობარს? – ტახი მეგონა, ბატონო მოსამართლე. – როდის მიხვდით, რომ ტახი არ იყო? – როცა, თავდაცვის მიზნით, სროლა დამიწყო. *** ცოლი დიდხანს ათვალიერებდა საკუთარ თავს სარკეში. მერე მიუბრუნდა თავის ქმარს და მიაძახა: – მეტის ღირსი მაინც არა ხარ! *** ახლად მიწამიყრილ სასაფლაოზე ქალი ტირის, ცხვირსახოცი სულ სველი აქვს. უცბათ გაჩუმდა, ოდნავ სახეც გაუნათდა და ჩაილაპარაკა: – მეცოდინება მაინც ღამეს სად ათევს… *** სამთო-სათხილამურო სპორტის ინტრუქტორი დამწყებ მოთხილამურეებს უხსნის: – სწავლების კურსი შედგება სამი ეტაპისაგან: 1. შეგასწავლით თხილამურებზე დგომას. 2. შეგასწავლით მთიდან დაშვებას. 3. შეგასწავლით კასტილებით სიარულს. *** ლაპარაკობს ორი სპორტული კომენტატორი: – როგორ მოგწონს 10 ნომრის თამაში. – ეგ მე რუსთაველს მაგონებს. – რუსთაველს?.. რუსთაველს ხომ არასოდეს არ უთამაშია ფეხბურთი. – სწორედ მაგიტომ მაგონებს. *** ბიოლოგიის გაკვეთილზე მასწავლებელი ტუქსავს ცელქ მოსწავლეს: – აბა მორჩი მანჭვა-გრეხვას და მაიმუნობას. მე მიყურე თორემ ვერ გაიგებ როგორია მაიმუნის აგებულება და ქცევები. *** – მარო, ეგ შენი მიხო რა, მოკვდა? – ხო, მოკვდა, ეგ საცოდავი… – ხო… მეც არა ვთქვი, რათ ასაფლავებენ მეთქი. *** ასამართლებენ 80 წლის კაცს. მოსამართლემ მიუსაჯა 25 წელი. მოხუცმა ბოლო სიტყვა წარმოთქვა: – ბატონო მოსამართლევ, მადლობას მოგახსენებთ ნდობისთვის, შევეცდები პირნათლად მოვიხადო სასჯელი… *** ქალი ავარიაში მოყვა. მიიყვანეს სავადმყოფოში. მორიგე ექიმი სინჯავს და თან ექთანს ანკეტის შესავსებად კარნახობს: – მარჯვენა ლავიწის მოტეხილობა… მეშვიდე და მერვე ნეკნი მარჯვენა მხარეს… თავის მრავლობითი დაჟეჟილობები… მიუბრუნდა პაციენტს და ეკითხება: – რამდენი წლის ბრძანდებით? პაციენტი(კეკლუცად) პასუხობს: – 29. ექიმმა ისევ ექთანს მიმართა: – დაამატეთ: ტვინის შერყევა ამნეზიით. *** სვანმა აიპოდი იპოვა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ გადააგდო: "კნოპკები” არა აქვსო. *** პარკში სკამზე ერთი კაცი მაგარი დაღონებული სახით ზის: მეორე მივიდა და ჰკითხა: – რა არი, ძმაო, რა დაღონებული ზიხარ, რაშია საქმე? – დაჯექი და მოგიყვები. – დაჯდა – ძმაო, საქმე იმაშია, რომ სკამია შეღებილი… *** ოპერაციის წინ ექიმი აწყნარებს პაციენტს: – ნუ გეშინიათ, ეს ჩემი მეცხრამეტე ოპერაციაა, როდისღაც ხომ უნდა გამომივიდეს. *** | |
|
სულ კომენტარები: 0 | |