მთავარი » 2011 მარტი 24 » ანეკდოტები
18:18 ანეკდოტები | |
1)ბოშა მამა დაუძახებს შვილს და ეუბნება: მამა: წადი სიგარეტი მომიტანე... შვილი: ფული მომე და გიყიდი.. მამა: ფულით ხო სულელიც მოიტანს...(და ცემს) წავა ბავშვი და მოიტანს ცარიელ კოლოფს.. მისცემს მამას. მამა გახსნის და ეუბნება.. ,, ეს ხო ცარიელია?!'' შვილი: ,, სავსეს სულელიც მოწევს'' 2)კლიენტი - ოფიციანტს: - მომიტანეთ, გეთაყვა, ჩივერზდენმაშბრუნდგალვიკინი ლიმონით! ოფიციანტი: - ჩივერზდენმაშბრუნდგალვიკინი რითი? 3)ალო! ასოციაცია "კონტინენტალი" გაწუხებთ... - ასოციაცია "კონტინენტალი" სულაც არ გვაწუხებს - უპასუხეს და ყურმილი დაუკიდეს. 4)აფთიაქში: - აციდიუმაცეტილოსალიცილიუმი გაქვთ? - ასპირინი გინდათ? - ჰო რა! სულ მავიწყდება ამ წამლის სახელი... 5)პაციენტმა ექიმთან ანალიზების პასუხი შეიტანა. - რამდენი წლისა ხარ? - სამ თვეში ორმოცის გავხდები. ექიმი ანალიზებს კითხულობს: - ჩემს ფეხებს გახდები! 6)- დედიკო, მე მოვედი დისკოტეკიდან. - ჰო შვილო, ჩაიცვი ეხლა და დაიძინე. 7)დამკრძალავი ბიუროს განცხადება: ორს თუ ჩვენთან დაასაფლავებთ, მესამეს უფასოდ ჩაგიდებთ მიწაში 8)სვანი აფთიაქს შეხედავს და პირჯვარს გადაიწერს 9)გურული რესტორანშია და ოფიციანტს ეძახის: -მოი ერთი აქანა ეს ლიმონათი რაცხა ძაან ამღვრეულიაო.. -ლიმონათი ძაან კაია, ჭიქაა პაწა გოურეცხავიო 10)იცით თუ არა თქვენ, რომ ჭამის წინ ფეხებს თუ დაიბანთ, ხელებიც თავისთავად დაგებანებათ? 11)საუბარი: - მოკლედ რა თაობა იზრდება რა, ბიჭს გოგსგან ვერ გაარჩევ, აი იმ ბიჭს შეხედეთ გაჩერებაზე რო დგას. - ეგ ჩემი ქალიშვილია! - ვაიმე არ ვიცოდი მამა თუ იყავით! - მე დედა ვარ 12)რუსულ ქართულ და ამერიკულ სპეცსამსახურებს დაავალებენ, ტყიდან კურდღელს ვინ უფრო მალე გამოყვანსო. ამეიკელები შეკრიბავენ ჯგუფს, ფსიქოლოგი, სნაიპერი, ლოგისტი, ერთი პოლიციელი და მონადირე. შევლენ , 2 საათში იპოვნიან კურდღელს და გამოიყვანენ. რუსები შევარდებიან ტყეში ტანკით და 12 მთვრალი სპეცნაზელით "ურას" ძახილით, ნახევარ საათში გადაწვავენ ტყეს, დახოცავენ სამოცდაათამდე ცხოველს და გამოიყვანენ მკვდარ კურდღელს . ქართველები შევლენ, სამი ღიპიანი პოლიციელი. ცოტა ხანში ისმის ცემის და დედის გინების ხმა ... გამოიყვანენ დათვს, დასვავენ და დათვი წერს : ვაღიარებ ! მე ვარ კურდღელი! 13)ჭიჭიკიას გამოცდაზე "ხევისბერი გოჩა" შეხვდა. შპარგალკა ფეხის წვერზე უდევს, დროდადრო შიგნით იჭყიტება და ასე წერს თემას. უცებ წერა შეწყვიტა და ინტერესით კითხულობს შპარგალკას. ამ დროს მასწავლებელი წამოადგა თავზე, დაინახა ეს და შეჰყვირა: - რას შვები, ჭიჭიკია, იწერ ?! ჭიჭიკია (შპარგალკიდან თვალმოუწყვეტლივ) : - მეიცა, მასწ, მეიცა, მგონი მოკლა ეს უპატრონო ! 14)- ჭიჭიკია წამო მიწის დაბარვაში მემეხმარე - მეიცა კაცო აგერ მამაჩემს საფლავზე ტუფლები უჩანს და მიწა ვერ მიმიყრია და შენ რა უნდა მოგეხმარო 15)კაცი რეკავს ცირკში - მახინჯები გჭირდებათ? - გვჭირდება, რას შემოგვთავაზებთ? - მე ორი თავი მაქვს. - დაუჯერებელია... - ერთ თავზე სამი ყური მაქვს, ხოლო მეორეზე ოთხი თვალი... - შესანიშნავია, აუცილებლად უნდა შევხვდეთ! - კარგი, ხვალ დაგელოდებით რუსთაველის მეტროსთან, 11 სთ-ზე და რომ მიცნოთ, ხელში გაზეთი მეჭირება". 16)- HN03 რა არის ? - ეკითხება მასწავლებელი მოსწავლეს. - მასწავლებელო ზუსტად ენის წვერზე მადგას ... - ჩქარა გადმოაფურთხე აზოტის მჟავაა 17)სვანს მარხავენ. მაგრამ მიცვალებული ხიდზე გადაყვანისას გადაუვარდებათ მდინარეში მდინარე სამეგრელოში ჩაიტანს სადაც მეგრელი დენით თევზაობს მეგრელს შეეშინდება მე მოვკალიო და წავა გურიაში დააგდებს გზაზე. გურული ავტობუსით გაივლის და ეგონება მედავაჯახე ავტობუსიო და კახელს ჩაუგდებს ვენახში. მივა კახელი ვენახში ნახავს სვანს და წაიყვან სიღნაღის საავად მყოფოში სადაც ეტყვიან -ცოტაც რო დაგაგეგვიანა ვეღარ გადავარჩენდითო 18)– მამიკო, გაიცანი, ჩემი საქმროა, – წარუდგინა შვილმა სასიძო გურულს. – სვამს? – დაინტერესდა გურული. – არა, მამიკო. – ეწევა? – არა. – ქალები უყვარს? – რას ამბობ, მამა! – აბა, თუ მარტო ბლანჟეშია საქმე, მაგნაირი თხაც კი გვყავს ბოსელში! 19)სვანი ანდერძს წერს და ნოტარიუსს ეკითხება: – "გიტოვებთ ჩემს ფეხებს" ბოლოში ძახილის ნიშნით დავწერო თუ წერტილით?" 20)ღამე ცოლი ქმარს აღვიძებს: – კაცო, ქურდი შემოვიდა სახლში! – მერე რას შვრება? – შენ რომ კატლეტი მოგიმზადე, იმას ჭამს. – დაიძინე, – ამშვიდებს ქმარი, – გათენდება და გავასვენებთ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |