მთავარი » 2011 » მარტი » 5 » ანეკდოტები
12:10
ანეკდოტები

ქალი სუსტი, დაუცველი არსებაა, რომლისგანაც
შეუძლებელია თავის დაღწევა.


**********


ნარკომანი ზის ავტობუსში. ვიღაც კაცი ეუბნება:
_დამითმეთ ადგილი, 41–ში ფეხი დავკარგე.
_მერე წადი და 41–ში ეძებე, ეს 18 ნომერია.


**********


აფთიაქში:
_ორსულობის ტესტი გააქვთ?
_თქვენი რომელი გინდათ დადებითი თუ უარყოფითი?


**********


ორი გულშემატკივარი საუბრობს:
_გაიგე? გასულ თვეში ყველაზე ცოტა მაყურებელი ჩვენი გუნდის თამაშებზე მოვიდა.
_მე მგონი, ეგ კიდევ რბილად ნათქვამია. ბოლო საშინაო მატჩის წინ ვრეკავ სალაროში
და ვეკითხები, რომელ საათზე იწყება–მეთქი თამაში და იცი რა მიპასუხა?
თქვენ რომელზე გაწყობთო.


**********


კიევის "დინამოს" პრეზიდენტი სურკისი ფეხბურთელებს ხვდება და მაგიდაზე მუშტებს ურტყამს:
მორჩა, ამის შემდეგ თითოეული მოთამაშე მიიღებს იმდენ ხელფასს, რამდენსაც დაიმსახურებს.
ამის გაგონებაზე თავდამსხმელი შაცკიხი წამოხტა და პრეზიდენტს მიახალა:
_ მე პირადად, ასეთ დაბალ ხელფასზე თანახმა არ ვარ!


**********


_გაიგე? მონაკოში ფეხბურთის თამაში აუკრძალავთ
_ კი მაგრამ რატომ? რა დააშავეს ამისთანა?
_რატომ და, იმდენად პატარა სახელმწიფოა,
ბურთი ხან საფრანგეთის ტერიტორიაზე უვარდებათ,
ხან კიდევ იტალიისაზე.


**********


_ვაააა, რა მაგარია, უცხოპლანეტელი! შეიძლება ხელი ჩამოგართვა?
_ფრთხილად, დედამიწელო! ვინ გითხრა, რომ ეს ხელია?


**********


ფროიდმა ყველაფერი მოსინჯა და რაც არ მოეწონა უკუღმართობებს მიაწერა.

კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 713 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]